მშვიდობით!
ჩემი ლურჯაის დაკრული ტორი;
მწამს თავს გაიტანს და გამომაჩენს
ფხა ვაჟკაცური და სწრაფვა სწორი!
დაიქცნენ ძველი ბურჯების ბჭენი,
ბინდი არ ბოჭავს გულს მარწუხივით;
გამყვება ქალაქს ტრფიალი შენი
და დედაჩემის ჩემზე წუხილი!..
შევხვდები ბარში ვაჟკაცებს ნარჩევს,
მოვალ და ნათელს მოვიტან შორით.
მშვიდობით, ქალავ! - დე, არხოტს დარჩეს
ჩემი ლურჯაის დაკრული ტორი!