ლეოს წერილი
როგორა ცხოვრობ, ხმა გამეცი, გამაგებინე?
ვინ იცის, კიდევ წუთისოფლის გაღმა ჭორაობ,
და ბნელ სარდაფში იხსნი ხილმე საკინძის ღილებს.
ძმაო, ეგ დარდი აგიწყალებს თვალების გუგებს,
ნუღარ იხრუკავ ისეც დამწვარ სახის ზედაპირს,
თორემ, იცოდე, ხალხს დარჩები გაუგებარი,
ჩამორჩენილი საუკუნის თვალუწვდენ ნახირს.
საყდრის ნანგრევთან იბღავლებენ შენი ლიცვები,
შენს შესანდობარს მათხროვრები ღრეჭით დალევენ,
ჩაგაძაღლებენ ალბათ სადმე ხრიოკ ბორცვებთან,
ლექსის ფარაონს ჯიბგირობას დაგაბრალებენ.
რა ღვთის წყრომაა, ბალდახინებს წინ რომ მიუძღვი,
სულ წირპლიანი დიაცივით რომ იცრემლები.
ხმა ჩაიწყვიტე, ნუთუ დარდით ვეღარ გაძეხი?
თორემ, იცოდე, საცოდავად დაიფერფლები.