სამადაშვილი ნიკო
გაზიარება

მწუხრი 

საკუთარ ლექსებს ჩემს ძვლებზე ვაფენ,
ამ სარეცხს მუდამ ძირს მიყრის ქარი.
მე მე წარმართები დამაფეთებენ,
სადღაც რიყესთან გამრიყავს მტკვარი.

წყეული იყავ დედავ ცოდვილო,
რათ გამაჩინე ამ სამრევლოში,
რა მჭირდა ქვეყნად სამოციქულო,
განგებ დამღუპე საქართველოში.

რუხ ხალიჩაზე ილოცებს ჩრდილი,
შენ რომ დატოვე ლანდების დარი,
და შენი ლექსით პირში გაჩრილი,
იცეკვებს დიდხანს ნოემბრის ქარი.

იცეკვებს სანამ სულმოუთქმელად.
ღონემიხდილი არ დაეცემა,
ვიღაცა დასწერს შენზე თქმულებას,
და დაგუბდება დარეთ ლექსებად.

უკეთებ ძვლებს და ქვაბი თუხთუხებს,
შიგ შენი სისხლის ზედაშე დუღს და,
ის კცი მოვა, მოიყრის მუხლებს,
რა ვუყოთ მერე, ის როდი ქუხდა.

ის დაიბადა მივარდნილ მხარეს,
იცხოვრა, მაგრამ არ სწამდა ბედი,
ას ღრუბელივით გადაიყარეს,
ის, პოეზიის უშრეტი ყბედი.

ის ჩუმად სწერდა თავის რვეულბეს,
ერთგულ მეგობრებს ატანდა მზითვად,
ისედაც ლექსით გადარეულებს,
ეს აწვებოდათ სილ ზედმეტ ტვირთად.

მაგრამ რა ექნა იმ გულამომჯდარს,
მახლობლებს მაინც არ განდობოდა?
ეზოში იდაგ კოჭლი ჭადარი,
კუთხესი ხატთან სდუმდა ობობა.

??????