კურმაშვილი მარიკა
გაზიარება

*** "სადღაც მღერიან თეთრი გედები" ექსკლიუზივი

სადღაც მღერიან თეთრი გედები,
სულო, დაწყნარდი და ნუ ფათურობ!
მეიმედები, მეიმედები,
სიტყვავ ლამაზო, მიწავ ქართულო!
ვეთაყვანები მშობლიურ ენას,
როგორც – თამარს და როგორც – ერეკლეს...
ხმალი ნაბრძოლი კვლავ მზეზე ელავს
და იმავე მზის სხივებს ირეკლავს...
რა მოვუხერხო ამხელა ტკივილს,
თუ დაყუჩდება, ვიცოდე ნეტავ...
აქ მტკვარი ბღავის და ქარი კივის,
უმხედრო რაში კი ლაგამს კვნეტავს...
მოუხვევია მთაწმინდას თალხი,
სვეტიცხოველი მარჯვენას ჰფიცავს...
ვეღარ ვცნობ, ისე შეცვლილა ხალხი,
ვზივარ და ვითლი კუბოსთვის ფიცარს...
დღეს ქართულ ცაზე რატომღაც ელავს,
სულო, დაწყნარდი და ნუ ფათურობ!
ვეთაყვანები მშობლიურ ენას
და ნუ უარმყოფ, მიწავ, ქართულო!

??????