ნეკერიშვილი ნინო
გაზიარება

*** "მკვდარი ჩიტივით ვენარცხები ზოგჯერ მიწაზე" ექსკლიუზივი

მკვდარი ჩიტივით ვენარცხები
ზოგჯერ მიწაზე,
ძლივს ავდგები და...
გადამსხვრეულ ძვლებით
ვხანხალებ...
ალბათ ვარსკვლავებს
ბავშვობაში ხშირად ითვლიდი,
შუბლის კუთხეში ვარსკვლავედი
უქარგავთY ხალებს.
დიაცი ხარო,
იპოვნიო ოდესმე კუროს,
ირონიულად მომიჭიმავ
ტუჩის ნაოჭებს,
საშველი _ ლექსი
გონებაში ამ დროს ხმაურობს,
როგორც მშიერმა
თაგვმა იცის საკუჭნაოში.
მეც გულს ვაყოლებ,
აღარ ვიმჩნევ _ მაყოლებ ზიანს,
რატომღაც გსურს, რომ დაუმატო
სულის იარებს...
ვარ სიმახინჯე _
აბრეშუმის მსუქანი ჭია
და წუთი-წუთზე
თეთრ პეპელას ვიმშობიარებ.

??????