Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

აბესაძე (ზედვაკელი) გიო
გაზიარება

დედა-თბილისი, მამა-იმერეთი ექსკლიუზივი

ჩემ მამულში გადაჯიშდა კოინდარი,
ახლა თურმე მრავალძარღვა ამოსულა.
ამ ქალაქში განა რა ჩამოვიტანე?
ქუჩა-ქუჩა დავაბიჯებ ქაოსურად.
რა მინდოდა? მე რომელი ტერენტი ვარ?
ვფიქრობ ფხიზელ გონებაზე.
მთვრალი არ ვარ.
ეს თბილისი სულში რად შემომეტირა
მუდამ სახემომღიმარი მთვარიანად?..
პლეხანოვზე ჭადრები რომ დაირწევა,
მოვიგონებ გალას _ მეფე გალაკტიონს!
მე თბილისმა მიშვილა და ჩამიწერა,
ჩემმა მამა-იმერეთმა მაპატიოს.
ზედვაკიდან ზედ ვაკეში ჩამოვსახლდი,
ლიხს იქეთის კარი გამოვიხურე და...
მოხუცივით მომლოდინე ჩემი სახლი
შეცივნული დგას და გზისკენ იყურება.

??????