Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ნადირაძე ნინია
გაზიარება

გამორთეთ სიკვდილი ექსკლიუზივი

ნაფიქრი, ფრაზებში ფეხდამცდარს
მოჰგავს ლეკვს,
ზეცისკენ გამექცნენ, თვალებმა აიშვეს.
მოხვედი, დამსერე და კოცნით წამლეკე,
თითქოსდა ოდესმე მინდოდა გამეშვი.
გავწყვეტ სიზმრებში ყიალს და ბორიალს,
ხელებით დაგმანულ
დარაბებს დავამტვრევ.
ამ ჩემი სულის და ლექსების ფორიაქს
გავიტან მზეზე და სიცოხლეს დავარქმევ.
დამწყვდეულ სურვილებს ფრანებზე მივაბამ,
ბაგეებს შენეულ ვნებებით დავისვრი
და ტანგოს რიტმებში დაფშვნილი რიტმებით
გავტენი სიტყვებს და შენს ყურთან გავისვრი
და მერე სიყვარულს, ცხოვრების წესივით
მიზეზად ვიქცევ და სუნთქვაც იოლია.
ასჯერ დახეული, ასჯერ დაკემსილი
გული მაქვს და ყოფნა ათასგზის ომია.
შენ მოხვალ, დამსეტყვავ, გახედნილ ბაგეზე
დამაფენ, რაც კი გაქვს, თვალებით გამზომავ.
ბედთან გვაქვს მე და შენ გრძნობების ტრაპეზი,
გამორთეთ სიკვდილი _ ბებერი წამზომი!

??????