ნადირაძე ნინია
გაზიარება

ექსტრა ვესტიტუს ექსკლიუზივი

მე შენ გამხილე, სამოსელო,
შეურღვეველო.
შენ, ჩემო თავო,
ეს ნაბიჯიც მომილოცნია.
მონაზონისა მე მშურს
გული დაურბეველი
და რომ საფლავებს
მზის სხივებიც მოუკოცნიან.
ნუ დაიჯერებ,
რომ ცხოვრება არ მეორდება
და რომ არ ცივა, თითქოს თბილა,
კარგი დარია.
როდესაც გზები მიწის ზემოთ
კვალს მოშორდება,
უკვე ჩათვალე კვალს აცდი
და შენი ბრალია.
მე შენ გამხილე, სამოსელო, შეურღვეველო.
შენ, ჩემო თავო,
ეს ნაბიჯიც მომილოცნია.
მონაზონისთვის ცოდვა –
კაბა ფართოდ რღვეული,
მე კი ჯერ კიდევ
ხატისთვისაც არ მიკოცნია.

??????