ახალაია ბექა
გაზიარება

*** "კალაპოტიდან დრო ამოვარდა" ექსკლიუზივი

კალაპოტიდან დრო ამოვარდა...
სითბო სჩვევიათ ხინჯად მაისებს...
სულ ცოტა ხანში მზე ამოვა და
მემილიარდედ მოიაისებს.
თითქოს წუხილი აღარ კმაროდა...
ყველას თავისი უნდა მიუგო...
გადმოვალაგე წუხელ თაროდან
არტურ რემბო და ვიქტორ ჰიუგო.
ყველა გაკვირტულ სურვილს ვემტერე...
ოფლით დავნამე იალაღი და...
მე თავს მოვიკლავ,როგორც ვერტერი,
შენი მეუღლის იარაღიდან!

??????