კალანდია გენო
გაზიარება

კომპოზიცია დედის პორტრეტისათვის ექსკლიუზივი

ნიკო ლორთქიფანიძის ინტერპრეტაციით

იყიდეთ  საქართველო, -
საბრალო  დედაჩემი,
იყიდეთ  პოეტის  გული...
იყიდეთ სათვისტომოო,
სახამრო, სანავარდო,
სხივების წერიული წნულით,
იყიდეთ ჰარმონია, ჰიმნები, სიმღერები,
არაგვის, ალაზნის რითმი,
იყიდეთ გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა,
ზამთარი დევნილის ფილტვი...
იყიდეთ აფხაზეთი, მესხეთი, სამაჩაბლო,
მამათა უხორცო ძვლები,
იყიდეთ ტაბაწყური, იკორთა, ივრისხევი
სადაფის ძვირფასი თვლებით...
იყიდეთ შადრევანი, პალმა და მაგნოლია,
ფერადი ზურმუხტის თვლები,
იყიდეთ ჩანჩქერები, ქართული ფლეიტები,
შროშნების რძისფერი ხევით...
იყიდეთ სამეგრელო ბედკრული ანტიგონე,
ალივით მცხურვალე სისხლით,
იყიდეთ ოდოია, თიბათვის ლიტანია,
ბიბლიის პირველი წიგნი...
იყიდეთ ქარწვიმები,
ბებერი მებუკენი,
ჯიბე გახვრეტილი შარვლით,
იყიდეთ მარტოობა, ცრემლები, უძილობა,
მარტოდ დარჩენილი ქალის...
იყიდეთ ლაჟვარდები,
ტყეები, ვარსკვლავები,
იყიდეთ ირაო ორბის,
იყიდეთ ღვთისმშობელი თორმეტი ანგელოზით,
თორემეტი მზისფერი კორდით...
იყიდეთ ოპიზარი ხატები, მინანქრები,
თვით გამოცხადება უფლის...
იყიდეთ მეტაფორა რტოები იასამნის,
მეტეხის უტეხი უბნის,
იყიდეთ ქარვასლები, ტაძრები, ჩუქურთმები,
დავითის სამეფო გერბით,
იყიდეთ იადონი,
ქართული ყელ–კისერით,
ქართული საერო ხმებით...
იყიდეთ საქართველო, -
საბრალო დედაჩემი,
იყიდეთ პოეტის გული...

??????