* * * მე ვარ გაორებული
მე ვარ გაოთხებული. მე ვარ გაწამებული...
მე ვარ გაათებული. მე ვარ გაოცებული.
მე ვარ გაკვირვებული! - დიდად გაოცებული...
მე ვარ გაასებული, გამილიონებული...
მეჩვენება მწევრები... და... სიკვდილის ნაბული...
მე ვარ ოთხნახევარჯერ გამილიარდებული! -
მთელი ქვეყნის სატირალს მე მივტირი, დებილი!
ბოლოს მაინც ერთი ვარ - შენგან გაორებული,
და შენ - ხსნა და ნუგეში -
ისევ გვერდით მეგულვი...