ჭანტურია ტარიელ
გაზიარება

პოეზიის დღე. პოეზიის ღამე ექსკლიუზივი

პოეზია - ლენცოფა, შხამი თაფლი, კანფეტი...
ხან - აკაკი, ხან - ვაჟა, ხან - ბოდლერი, ხან - ფეტი...

ხან - ნექტარი, ხან - ჭაჭა, ხან -ოცნება, ხან - ქალი...
ზოგჯერ - ბნედა, ზოგჯერ - უცხო, უფრო ხშირად - კანკალი.

დახუნძლული სიზმრებით - ხან ღვიძლი, ხან - ძილი!
მოუსვლელი სტუმარი. აუვლელი მანძილი!

ქვეყანა, დახურული ხან - კრამიტით, ხან ჩალით!
ერთადერთი ანდერძი - გასისხლული ხანჯალი...

უღვთოდ გამეტებული - ხან გული და ხან - ტვინი!
მთაზე ლოდის ატანა - სიკვდილივით ადვილი.

უიმედო იმედი - ხან ცოლი და - ხან შვილი!
მუდამ მშვიდი - ღმერთივით. მუდამ - ნერვებაშლილი.

საოცნებო ოლიმპო - ნისლის თხელი პამპერსით!
ხან - გოგრა. ხან - თრაკი. ხან - თაგორი. ხან - პერსი...

აირჩიე ერთ-ერთი - ან ღმერთი და ან ბედი...
ან აკაკი. ან ვაჟა. ან ბოდლერი. ან ფეტი...

??????