ლაშხია ნიკა
გაზიარება

არეული მარტი ექსკლიუზივი

გაოცების ნაფეხურზე კრთება
ჩემი შუქის მომთაბარე ბნელი.
ფანჯრის მიღმა სიო როა, შენ ხარ.
ნაკვერჩხალზე გამიგრილდა ხელი.
მოდი, ჩარჩოს გავუმაგროთ კიდე,
ამ სახლს დარჩეს სამახსოვრო ფოტო,
რომ ძუძუთი ანგელოზებს ზრდიდე,
როგორ მინდა, თმახუჭუჭა გოგოვ!
ბედით ერთხანს უსიამოს ვგავდი,
შიშით მკლავდა საარსებო წყარო.
მეც მიყვარდა არეული მარტი,
მაგ თვალებით შესაყვარო ქალო.
დამიმარცვლე განშორება ჩვენი,
დამავიწყე, რაც აქამდე მღლიდა.
ახლა სადღაც იძირება გემი,
მე ამ გემის გადარჩენა მინდა.

??????