ჭანტურია ტარიელ
გაზიარება

თიხის სამი ფირფიტა ექსკლიუზივი

                     წარწერა ოთარ ჭილაძის წიგნზე
აკვირდები ცისარტყელას -
ღმერთისა და კაცის ტიხარს.
ტიხარს აქეთ - კაცი ხარ და
ტიხარს იქეთ - პოეტი ხარ!

თვითონ ღმერთის შესაქმნელი -
ტანჯვით მოიპოვე თიხა,
და ფირფიტა ვრემლით ზილე -
ბედნიერი პოეტი ხარ!

მიგიტევეს სევდას ციურს -
ფრთალაღი პოეტი ხარ.
სხვაზე მეტი დარდი გაქვს და
სხვაზე კაი პოეტი ხარ.

მიკვირს კიდეც ზოგჯერ, როცა
ჩვენთან გხედავ - დგახარ! ზიხარ!
სულ ღმერთებში იტრიალებ,
ოდეს აიღებენ ტიხარს!..

??????