ძილგატეხილი ლექსი ექსკლიუზივი
ძინია ხალხს - ლამის შუბლზე დაგვასკუპდეს თაგვი!
აღარა აქვს ბოლო მაგის ყურის წამღებ ფხაჭუ-
ნსა და წრიპინს - გაგვიოხრა კარაქი და ხაჭო!
მეორე დღეს, სამსახურში, დაღლილი და უძი-
ნარი ვგდივარ მაგიდასთან, როგორც წიფლის კუნძი.
შვილს ვფიცავარ, არ ვაჭარბებ, ლამის არის გადა-
გვრიოს! უნდა უსათუოდ გავიჩინოთ კატა!
მთელი ჩვენი ამოდენა სახლი, ვიცი დაგვი-
მადლის, თუკი მოისპობა ის ოხერი თაგვი!