ჭანტურია ტარიელ
გაზიარება

ტირადა ექსკლიუზივი

მრუში არ ვარ, მაგრამ მიყვარს,
ცქერა მიყვარს ტიტვლების -
იქ ადგილი აღარ რჩება
ჩნ-მედლის და ტიტულების!
როცა ვწევართ, ვზივართ, ვდგავართ
ასე თანაბარები,
ყურში უკეთ გვეყურება
უფლის დანაბარები.
ნუ გრცხვენია ბავშვობაში
ნაშოვნ ტატუირების! -
თქვენც გიყვარდეთ! - უტიტულებო
დააფასეთ ტიტვლები!

??????