სიმღერა ექსკლიუზივი
ასე, ასე ახლობელს, ისე, ისე შორეულს...
ვსუნთქავ მე შენს „მის დიორს“, როგორც სივრცეს მისტიურს...
სულ პირველი მოდიხარ - ვიცი, არ დამიცდიო...
ღრუბლიდან ხარ, ციხიდან ხარ - მე როგორ დაგიმონო!
ზუსტად ერთი ციდა ხარ შენ და შენი კიმონო!
მთვარეს, უკვე მილეულს, ქვიშნებს, უკვე მოლეულს -
ნეტა რა გეშველება კოცნისაგან გალეულს...
წუწნისაგან გალეულს - გკოცნი, როგორც გოლეულს! -
ასე, ასე ახლობელს! ისე, ისე შორეულს...
ვარ ცრემლების ზღვისაგან შენთან გამორიყული!
ტაჯმაჰალს მირჩევნია მაგ აივნის რიკული...