Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ჭანტურია ტარიელ
გაზიარება

უიმედო ლექსი ექსკლიუზივი

სიკვდილს არა ყავს შვილი; სიკვდილს არა ყავს ცოლი;
სიკვდილს არა ყავს და-ძმა; სიკვდილს აქვს ბასრი ცელი...
სიკვდილს არა აქვს ხორცი; სიკვდილს არა აქვს სული;
სიკვდილს არა აქვს რწმენა; აქვს ცელთან ერთად ცული...
სიმღერებიდან იცის სიკვდილმა თურმე ნანა;
ცელთან და ცულთან ერთად აქვს სიკვდილს კიდევ - დანა
სიკვდილს არა ყავს რძალი; სიკვდილს არა ყავს მული,
სიკვდილს არა აქვს ჩვილი და მგრძნობიარე გული...
უყვარს მიხაკის ზღვა და გასეირნება პომპით...
დანასთან, ცელთან, ცულთან ერთად აქვს კიდევ - ბომბი...
უყვარს ვიზიტი დღისით; უყვარს ვიზიტი ღამით;
უყვარს ნაგანი, ტეტე და ბეჭდის თვალში - შხამი...
არსებობს მისთვის „ყველა“ და არ არსებობს „ზოგი“...
ხიბლავს მორევი მღვრიე და გასანთლული თოკი...

მოტყუებაა თავის - დანტე, პლაფონი სიქსტის
და რუსთაველის წიგნი ვითომ ერევა სიკვდილს?!.

??????