* * * მარტოობის ტრამალებში ექსკლიუზივი
მარტოობის ტრამალებში
შენი სხე მომელანდა!..
დავჯექ წერად ამა ლექსის
და ქაღალდი მომელანდა!
ნაღველია ეს მელანი,
ცრემლი არის, სისხლი არის!..
ჩამომშორდნენ მე ყველანი,
დრე დაღამდა ნისლიანი!..
ვიძინებ და - შენით სავსეს -
სელს სიზმარი მისურნელებს...
წლებმა თმები შემიცარცეს -
დანაპირებს მისრულებენ!
უტკბილეს და ნეტარ შენს ხმას
ვიჭერ ნატვრის ანტენებით
და, რადგანაც იგი მესმა,
გაჩნდა შუქი გატენების!..