ბოლქვაძე ზაურ
გაზიარება

* * * ნუ, ნუ დაადგამთ ჩემს ობოლ საფლავს ექსკლიუზივი

ნუ, ნუ დაადგამთ ჩემს ობოლ საფლავს
ცივ ქვას გაკაწრულს ცივი წარწერით,
მე არ მიყვარდა სიცივე ქვათა,
მიყვარდა თქვენი სითბო დამწველი.

არ დაამძიმოთ საფლავი ჩემი
არც მარმარილოს მაღალი სვეტით,
ხანდახან საფლავს შეხედეთ ხელით,
სხვა არა მინდა მე ამის მეტი.

??????