ავტოპორტრეტი ექსკლიუზივი
და უკვდავების მკრტალი ლანდები,
მე ამ პატარა ლექსში ვიწყები
და ამ პატარა ლექსში ვმთავრები!..
უსიმღერობა საშველს არ მომცემს,
გულად იწამა მკერდმა ლექსები...
მე საქართველოს მიწა მაცოცხლებს
და მის სიყვარულს ვერ დავეხსნები!
ბინას ვიპოვი მე მის მზეგულში, -
დიდი სიცოცხლის მცირე ფანტელი, -
მე საქართველოს მიწას ვეკუთვნი
და მის სიმცირეს მივემატები!..
* * *
ქართული ლექსის დიდ სასახლეში.
სად ზეიმია ზვიად მუზების,
მწამს, ვერ შებედავს ეს ჩემი ლექსი,
ბავშვივით კართან აიტუზება...
შენ გეუბნები, ჩემი ოცნების
და ჩემი ლექსის მუზავ, ნათელო;
უსაქართველოდ ვერ ვიცოცხლებდი,
ვერ მოვკვდებოდი უსაქართველოდ!
შენ ხომ უკვდავთა წილხვედრი შუქით
ჩემთვის სტრიქონიც არ გაგითბია?
მაინც ვიცოცხლებ, სამარეს თუკი
სამშობლოს გარეთ არ გამითხრიან!
* * *
მე შენი მიწის სიყვარულს ვწერდი
და სიძულვილი რაა, არ ვიცი!
რომ შეგმატოდა სიცოცხლე ერთი,
მე დავიბადე მარტო ამისთვის!
მე შენი მარად სიცოცხლე მინდა, -
მოწამე არის მაღალი ღმერთი!
მარტო იმიტომ მოვკვდები მშვიდად,
რომ შენ მოგაკლო სიკვდილი ერთი!
* * *
მიხმობენ შენი ზეცის თაღები,
შენზე სიმრერას ახლა ვაპირებ
და ამღვრეული ლექსის ტალღები
ეძებენ ახალ, წმინდა ნაპირებს!..
ო, თუ დაიტევს ეს გული, ნეტავ,
ამ მთებს და ველებს, ცას და ვარსკვლავებს,
შემწედ მეყოლე, სამშობლო - დედავ,
და უკვდავება შენი მასწავლე!
გამაგებინე ფიქრები შენი
და ჩემს ტკივილებს წამლად წაუსვი!
შენი ვენახის ფესვების წვენით
აავსე ჩემი სულის აუზი!
თუ მიგატოვო მე თავის დღეში,
ჩემად არ ვიგრძნო შენი იარა,
მაშინ, ყელამდე ჩაფლული შენში,
გემუდარები, ჩამფალ მთლიანად!..
ჩალურსმული მაქვს ულშ შენი მზე,
დავიშანთები შენი გულისთვის...
და რაც ვერ გითხრა, მოდი, შემინდე!
ვერ მეტყოდაო, მაინც ნი იტყვი!
* * *
მე სიყვარული ვიყავ უთქმელი
და ბავშვი - თვალებაუხელელი...
სიმრერა ვიყავ გულდამთუთქველი
და დარდი - ლექსში გაუმხელელი...
რძიანი სიტყვის ვიყავ ღრმა ძილი
და შიში - მისი გამოღვიძების.
მე გაუვალი ვიყავ მანძილი
და მიწა - ჯერფეხდაუბიჯები.
მე გავარღვიე სიკვდილის ღობე,
ცა - არწივებით შემოღბილი
და საქართველოს სულს ვეგალობე
სიმღერა ჩემი - პირველყოფილი.
უსაქართველოდ ვერ ვიმღერებდი
მე - ალალ გულის დრესასწაული...
და ვიქნებოდი ცრემლის ღელეთი
აღუვსებელი მე სასწაული.
მკლავდა ქართული სისხლი - მწყურვალე,
აკვანი ვიყავ დაურწეველი...
ამ მიწისა და მზის სიმხურვალე
დამრჩა ლექსებად დაუწერელი.
ვახანძარებდი სულს - სანათელოს
მამაპაპური ხმლების პირებით
და სიკვდილამდე მე საქართველოს
მაღალ სიყვარულს ვიზეპირებდი...
* * *
ჩემგან შორსაა არდავიწყება
და უკვდავების მკრტალი ლანდები,
მე ამ პატარა ლექსში ვიწყები
და ამ პატარა ლექსში ვთავდები!..