*ბიოგრაფია (ც.ა)
დაიბადა : 09.02.1857 წ
გარდაიცვალა : 12.08.1902 წ
ცაგარელი აქვსენტი ანტონის ძე (9 (21). თებერვალი, 1857, სოფ. დიღომი - 12 (25). აგვისტო, 1902, თბილისი). ქართველი დრამატურგი და მსახიობი.
ა. ცაგარელი კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენელია. მისი ყურადღების ცენტრშია კაპიტალიზმის შემოჭრით სახეცვლილი საზოგადოებრივი ურთიერთობანი; უსახსროდ დარჩენილი თავადაზნაურობა, რომელიც ვერ თმობს ძველ პრივილეგიებს და უფლებებს. დრამატურგის პირველი პიესა - კომედია "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" (1878) იყო მძაფრი სოციალური პროტესტი თავგასული თავად-აზნაურების წინააღმდეგ. კომედიაში "ხანუმა" (1882) ნაჩვენებია ფეოდალური კლასის გაღატაკება და ზნეობრივი დაკნინება. ა. ცაგარელს ეკუთვნის დრამები, ლექსები, პუბლიცისტური წერილები და სხვ. ა. ცაგარელის დრამატულმა ნაწარმოებებმა იმთავითვე დიდი აღიარება მოიპოვა, რაც განაპირობა მისი პიესების ცოცხალმა სასაუბრო ენამ, დახვეწილმა დიალოგებმა, ოსტატურად დახატულმა ტიპაჟმა, დიდმა ცხოვრებისეულმა სიმართლემ.