ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

დროშები ჩქარა! 

გათენდა. ცეცხლის მზე აენთო, აცურდა... 
დროშები ჩქარა! 

თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, 
ვით დაჭრილ ირმების გუნდს- წყარო ანკარა... 
დროშები ჩქარა! 

დიდება ხალხისთვის წამებულ რაინდებს, 
ვინც თავი გასწირა, ვინც სისხლი დაღვარა. 
მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს... 
დროშები ჩქარა! 

დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით, 
ვინც მედგრად დახვდება მტრი რიცხვა-მუქარას... 
გათენდა! შეერთდით, შეერთდით, შეერთდით! 
დროშები, დროშები... დროშები ჩქარა! 

1917 

??????