მეგრელი დუტუ
გაზიარება

ქი­ნა­ქი­ნა 

I

მშვე­ნი­ე­რი ზაფ­ხუ­ლის დი­ლა იყო. მზეს თუმ­ცა უხ­ვად მო­ე­ფი­ნა დე­და-მი­წა­ზე თა­ვი­სი სხი­ვე­ბი, მაგ­რამ ჯერ კი­დევ გრი­ლო­და. ხან-და-ხან ქრო­და სა­ა­მო ნი­ა­ვი და ფენ­და გარ­შე­მო ბა­ღე­ბი­დან ტკბილ სურ­ნე­ლე­ბას სხვა-და-სხვა ყვა­ვი­ლე­ბი­სას. დი­დი სიმ­ხი­ა­რუ­ლე იყო ყო­ველ­გან: სუ­ლი­ე­რი თუ უსუ­ლო სი­ა­მოვ­ნე­ბით შე­ხა­რო­და ამ ბედ­ნი­ერ დი­ლას.

არც კ_ის სა­სოფ­ლო სკო­ლის პა­წა­წა შე­გირ­დე­ბით მო­ფე­ნი­ლი ეზო იყო მოწ­ყე­ნი­ლი ამ დი­ლას: ბავ­შვე­ბი უკან არ ჩა­მორ­ჩე­ბოდ­ნენ სა­ერ­თო მხი­ა­რუ­ლე­ბა­ში სი­ცოც­ხლით სავ­სე ბუ­ნე­ბას და მას­თან ერ­თად დღე­სას­წა­უ­ლობ­დენ, ათას­ნა­ირ თა­მა­შო­ბა­ში გარ­თულ­ნი: სულ პა­ტა­რე­ბი ჭრელ პეპ­ლებს დას­დევ­დენ და­სა­ჭე­რად, უფ­რო მოზ­რდი­ლე­ბი რიკ-ტა­ფე­ლას თა­მა­შობ­დენ, ყვე­ლა­ზე უფ­რო­სე­ბი ბურთს გა­ე­ტაც­ნა და აქეთ-იქით დარ­ბო­დენ, თავ­და­ვიწ­ყე­ბულ­ნი. სკო­ლის აი­ვა­ნი სავ­სე იყო პა­ტა­რა გო­გო­ე­ბით; ესე­ნი რა­ღა­ცე­ებს აკე­თებ­დენ _ ალ­ბათ თა­ვი­ანთ დე­დო­ფა­ლე­ბის­თვის _ და ისე მხი­ა­რუ­ლად იცი­ნოდ­ნენ, რომ მა­თი კის­კი­სი მაღ­ლა ღმერთს ეყუ­რე­ბო­და...

აგერ გა­მო­ვი­და აი­ვან­ზედ ახალ­გაზ­რდა, ცო­ტა­თი გამ­ხდა­რი კა­ცი. ღი­მი­ლით გა­ი­არ-გა­მო­ი­ა­რა გო­გო­ებ­ში, ზო­გი­ერ­თებს კი­დეც და­ე­ლა­პა­რა­კა და მო­ვი­და სვეტ­თან, სა­დაც ზა­რი ეკი­და. გო­გო­ებ­მა იცო­დენ, რომ ზა­რის და­რე­კა იყო სა­ჭი­რო და თვა­ლებ­ში შეს­ცქე­რო­დენ მას­წავ­ლე­ბელს, არა მე და­მა­რე­კიე, არა მეო.

_ და­რო, მო­დი და­რე­კე! _ და­უ­ძა­ხა მას­წავ­ლე­ბელ­მა ყვე­ლა­ზე უფ­რო პა­ტა­რა გო­გოს, რო­მე­ლიც კუთ­ხე­ში იჯ­და მარ­ტოდ. გო­გოს აქამ­დის მოწ­ყე­ნი­ლი სა­ხე გა­უბ­რწყინ­და, ლო­ყე­ბი გა­უ­წით­ლდა, თვა­ლე­ბი გა­უ­ცოც­ხლდა, ტუ­ჩებ­მა გა­უ­ღი­მა. თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბა­ზე მი­ირ­ბი­ნა სვეტ­თან, ძლივს მო­კი­და ზა­რის თოკს ხე­ლი და რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­მო­აწ­კა­რუ­ნა.

გა­ი­გო­ნეს თუ არა ბავ­შვებ­მა ზა­რის ხმა, მა­შინ­ვე მი­ა­ტო­ვეს თა­მა­შო­ბა და ყვი­რი­ლით გა­იქ­ცენ სკო­ლი­სა­კენ. გო­გო­ე­ბი და­როს­თან ერ­თად ბი­ჭებ­ზე უმალ შე­ვი­დენ სკო­ლა­ში: სკო­ლის კა­რებ­თან იდ­გა მას­წავ­ლე­ბე­ლი და უცი­ნო­და მო­წა­ფე­ებს, რო­მელ­ნიც მხი­ა­რუ­ლად მოხ­ტო­დენ მის წინ.

_ ბევ­რი ითა­მა­შე? _ კით­ხა მას­წავ­ლე­ბელ­მა ერთ შე­გირდს.

_ ბევ­რი, _ მი­უ­გო ამან.

_ რო­ცა სახ­ლში მიხ­ვი­დე, არ და­გა­ვიწ­ყდეს, გა­ა­კე­რი­ნე, სა­ხე­ლო დაგ­გლე­ჯია. _ ბავ­შვმა და­ხე­და ჩა­მო­ხე­ულ სა­ხე­ლოს, გა­წით­ლდა და შე­ვი­და

სკო­ლა­ში.

_ სი­კო, რად კოჭ­ლობ? _ კით­ხა მე­ო­რე შე­გირდს მას­წავ­ლე­ბელ­მა.

_ ეკა­ლი შე­მე­სო ფეხ­ში, _ უპა­სუ­ხა ბავ­შვმა და აჩ­ვე­ნა გა­მოგ­ლე­ჯილ წუ­ღი­დან გა­მო­ყო­ფი­ლი ტიტ­ვე­ლი ქუს­ლი.

_ მე­რე ვერ გა­მო­ი­ღე?

_ ვე­რა.

_ მო­დი ჩემ­თან, მე გა­მო­გი­ღებ.

_ მას­წავ­ლე­ბე­ლი და ბავ­შვი შე­ვი­დენ იქ­ვე ოთახ­ში. პა­ტა­რა ხანს უკან ბავ­შვი, გა­ხა­რე­ბუ­ლი, გა­მო­ვი­და ოთა­ხი­დან და თა­მაშ-თა­მა­შო­ბით შე­ვი­და სკო­ლა­ში.

_ რო­ცა ყვე­ლა­ნი მი­ვიდ­ნენ და დას­ხდენ თავ-თა­ვი­ანთ ად­გი­ლებ­ზედ, მას­წავ­ლე­ბე­ლიც შე­ვი­და; შე­გირ­დე­ბი მა­შინ­ვე ად­გენ და ერ­თმა მათ­გან­მა წა­ი­კით­ხა სწავ­ლის დაწ­ყე­ბის წინ სათ­ქმე­ლი ლოც­ვა.

_ და­ჯე­ქით! _ უთ­ხრა მას­წავ­ლე­ბელ­მა შე­გირ­დებს, რო­ცა ლოც­ვა გა­თავ­და.

შე­გირ­დე­ბი დას­ხდენ. მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­ჩერ­და შუა ად­გილ­ზე. შე­გირ­დებ­მა ხმა გაკ­მინ­დეს. ისე­თი სი­ჩუ­მე ჩა­მო­ვარ­და, რომ ბუ­ზის ფრე­ნა­საც გა­ი­გო­ნებ­და ადა­მი­ა­ნი.

_ დღეს ჩვენ გვეწ­ვე­ვა ერ­თი სტუ­მა­რი, _ ღი­მი­ლით და­იწ­ყო მას­წავ­ლე­ბელ­მა: _ რო­ცა აქ შე­მო­ვი­დეს, ყვე­ლა­ნი ადე­ქით და, სა­ნამ არ გით­ხრათ, ნუ დაჯ­დე­ბით. რო­ცა გკით­ხოსთ რა­მე, პა­სუ­ხი თა­მა­მად უთ­ხა­რით, ხმა­მაღ­ლა, გარ­კვე­ვით. არ შე­გე­შინ­დეთ! ის ერ­თობ კე­თი­ლი კა­ცია და ბავ­შვე­ბი ძლი­ერ უყ­ვარს. გკით­ხავსთ მხო­ლოდ იმას, რაც იცით. ცოდ­ნა-კი უნ­და მო­იხ­მა­როთ, რო­ცა სა­ჭი­რო­ე­ბა მო­ი­ტანს, და დღეს სწო­რედ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა მი­სი მოხ­მა­რე­ბა, რაც გის­წავ­ლი­ათ. აბა თქვენ იცით!..

გა­ა­თა­ვა ეს სიტ­ყვე­ბი, მი­ვი­და კე­დელ­თან, სა­დაც გა­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო შე­გირ­დე­ბის სა­ხე­ლი და გვა­რე­ბი, და ჩა­მო­ი­კით­ხა, რომ გა­ე­გო ვინ არ იყო დღეს სკო­ლა­ში. აღ­მოჩ­ნდა, რომ ერ­თი პა­წა­წა ბავ­შვის, მი­ხას, გარ­და ყვე­ლა იყო.

_ ავად ხომ არ არის მი­ხა, თუ იცით ვინ­მემ? _ იკით­ხა მას­წავ­ლე­ბელ­მა. ბავ­შვებ­მა ერ­თმა­ნეთს გა­და­ხე­დეს და პა­სუ­ხი კი ვე­რა­ვინ უთ­ხრა.

 

II

პა­წა­წა მი­ხა ავად არ იყო, მაგ­რამ სკო­ლა­ში წა­სას­ვლე­ლად მა­ინც არა სცა­ლო­და, საბ­რა­ლო მი­ხას დე­დას აცი­ებ­და და იმ დი­ლა­საც სა­შინ­ლად გა­ა­ცი­ვა. მი­ხას მა­მა ყა­ნა­ში იყო წა­სუ­ლი და ავად­მყოფს მი­ხას მე­ტი პატ­რო­ნი არა­ვი­ნა ყავ­და. ჯერ ვი­თომ გა­უ­ძალ­და მი­ხას დე­დას სენს და სა­დი­ლის კე­თე­ბას მი­ყო ხე­ლი, მაგ­რამ ფე­ხებ­მა და ხე­ლებ­მა უსუს­ტეს და იძუ­ლე­ბუ­ლი შე­იქ­ნა და­წო­ლი­ლი­ყო, დაწ­ვა საწ­ყა­ლი, მო­ა­ტა­ნია მი­ხას, რაც რამ ქვე­შა­გე­ბის მაგ­ვა­რი მო­ი­პო­ვე­ბო­და მათ სახ­ლში; მო­ა­ტა­ნია აგ­რეთ­ვე, რაც რამ კონ­კე­ბი ება­დათ, და და­ი­ყა­რა ყვე­ლა­ფე­რი თავ­ზე, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი ეშ­ვე­ლა, ვერ გათ­ბა.

_ მო­დი, შვი­ლო, შენც და­მა­წე­ვი, თვა­რა მოვ­კვდი სი­ცი­ვით, _ უთ­ხრა შვილს აკან­კა­ლე­ბულ­მა დე­დამ.

მი­ხა მა­შინ­ვე მი­ვი­და და ჩა­ეკ­რა დე­დას, რამ­დენ­სა­მე ხანს ასე იყ­ვნენ დე­და-შვი­ლი, გათ­ბა, რო­გორც იქ­ნა, მი­ხას დე­და და მი­ხაც ძირს ჩა­მო­ვი­და. ნელ-ნე­ლა სიც­ხემ უმა­ტა ავად­მყოფს და პა­ტა­რა ხანს უკან ისე­თი ბორ­გვა და­იწ­ყო, რომ, რაც ეხუ­რა, ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ყა­რა.

_ წყა­ლი, წყა­ლი!.. _ იძა­ხო­და ყო­ველ წამს ავად­მყო­ფი და მი­ხაც აწო­დებ­და პა­ტა­რა ხე­ლა­დით წყალს.

ამა­სო­ბა­ში  შუა დღემ მო­ა­ტა­ნა, ავად­მყოფს ოფ­ლი მო­ე­დი­ნა და დაწ­ყნარ­და. მი­ხა თა­ვით უჯ­და და ფიქ­რებ­ში იყო გარ­თუ­ლი.

"ახ­ლა რა ამ­ბა­ვია სკო­ლა­ში?" _ ფიქ­რობ­და მი­ხა: _ "იქ­ნე­ბა კარ­გი რამ არის და მე კი წას­ვლა არ შე­მიძ­ლია"...

მი­ხა არ ტყუვ­დე­ბო­და; სკო­ლა­ში მარ­თლა კარ­გი ამ­ბა­ვი იყო. სტუ­მა­რი, რო­მელ­ზე­დაც მა­წავ­ლე­ბე­ლი ეუბ­ნე­ბო­და შე­გირ­დებს, მარ­თლა ეწ­ვია სკო­ლას. იგი და­ეს­წრო გაკ­ვე­თი­ლებს და შე­გირ­დე­ბის ცოდ­ნით კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა. ბევ­რმა შე­გირ­დმა სა­ჩუ­ქა­რიც მი­ი­ღო მის­გან კარ­გი სწავ­ლი­სათ­ვის და მთელ­მა სკო­ლამ მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად მად­ლო­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

"ნე­ტა ახ­ლა მა­მა მო­ვი­დო­დეს", _ ფიქ­რობ­და მი­ხა: _ "რომ მე სკო­ლა­ში წა­ვი­დე!"

მი­ხამ იცო­და, რომ ახ­ლა გვი­ან-ღა იყო, მაგ­რამ მა­ინც უნ­დო­და სკო­ლა­ში მის­ვლა. დი­დი ხა­ნი არ იყო, რაც მი­ხა სკო­ლა­ში შე­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ ისე შე­უყ­ვარ­და სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი, მა­წავ­ლებ­ლის ყუ­რის­გდე­ბა, სა­სი­ა­მოვ­ნო ამ­ბე­ბის კით­ხვა ახალ წიგ­ნში, რო­მე­ლიც ან­ბანს შემ­დეგ და­აწ­ყე­ბი­ნეს, რომ ის დღე, რა დღე­საც სკო­ლა­ში ვერ წა­ვი­დო­და, დღეთ არ მი­აჩ­ნდა.

ამ დროს მი­ხას მა­მა სი­მინდს მარ­გლი­და ყა­ნა­ში. სა­დი­ლო­ბის დრომ მო­ა­ტა­ნა და ამის­თვის კი სა­დი­ლი კაცს არ მო­ქონ­და.

"ალ­ბად, კი­დევ გა­ა­ცი­ვა დე­და-კაცს," _ იფიქ­რა მან, რო­ცა ნა­ხა, რომ აღა­რა­ვინ მო­დის, და, მწა­რედ და­ღო­ნე­ბუ­ლი, წა­ვი­და ში­ნის­კენ.

"რა ვქნა, რა მო­ვა­ხერ­ხო, რომ არ ვი­ცი"? _ ფიქ­რობ­და საბ­რა­ლო მუ­შა-კა­ცი გზა­ზე: _ "ავად­მყოფს მო­ვუ­ა­რო, სა­დი­ლი ვა­კე­თო, თუ ვთოხ­ნო? და­გე­ლო­ცა, ღმერ­თო, სა­მარ­თა­ლი.. მარ­ტო-ხე­ლი კა­ცი ვარ და ამ­დე­ნი საქ­მე კი­სერ­ზე მა­წევს, რა ვქნა, რო­მელ ერთს გა­ვუძ­ღვე? ამ დღე­ებ­ში "ბორ­ჩი­კიც" მო­მად­გე­ბა კა­რებ­ზე ფოს­ტის ფუ­ლის­თვის და მე-კი ორი გრო­შიც ვერ მი­შოვ­ნია, ქი­ნა­ქი­ნა ვი­ყი­დო, იქ­ნე­ბა, დე­და­კაცს ცი­ე­ბამ თა­ვი და­ა­ნე­ბოს"...

ამ მწა­რე ფიქ­რებ­ში იყო გარ­თუ­ლი უბე­დუ­რი მი­ხას მა­მა, მაგ­რამ, შე­ვი­და თუ არა თა­ვისს სახ­ლში, სა­დაც ავად­მყო­ფი ცო­ლი დახ­ვდა, მა­შინ­ვე ალერ­სი­ა­ნად და­ე­კით­ხა, რო­გო­რა ხა­რო.

_ რა­ღა რო­გო­რა ვარ, სა­შინ­ლად გა­მა­ცი­ვა, _ ძლივს უპა­სუ­ხა ცოლ­მა.

_არა­ფე­რია, _ ღი­მი­ლით უთ­ხრა ქმარ­მა, _ დღეს ან ხვალ სა­ი­დან­მე ღმერ­თი მოწ­ყა­ლე­ბას მო­ი­ღებს ჩვენ­ზე; ფულს ვი­შო­ვი, ერ­თი ორ­ჯერ ქი­ნა­ქი­ნას გა­და­გა­შუშ­ხვი­ნებ და სულ კუ­დით ქვას ვას­რო­ლი­ნებ შენს ცი­ე­ბას.

_ ქი­ნა­ქი­ნა-კი არა, ნე­ტა­ვი, რაც სა­ჭი­როა იმი­სათ­ვის ვი­შო­ვი­დეთ ფულს, _ თქვა ავად­მყოფ­მა.

_ ვი­შო­ვით, ვი­შო­ვით!.. აბა ხომ ჩვენ­ზე არ შე­იკ­ვრის ქვე­ყა­ნა. _ ამ­ბობ­და მი­ხას მა­მა.

_ მა­მი, რა არის ქი­ნა­ქი­ნა? _ იკით­ხა მი­ხამ, ცნო­ბის მოყ­ვა­რე­ო­ბით გა­ტა­ცე­ბულ­მა.

_ წა­მა­ლია, შვი­ლო, მე­რე რა წა­მა­ლი? _ დე­და­შენ­მა ახ­ლა ერ­თი წვე­თი რომ და­ლი­ოს, მა­შინ­ვე ფეხ­ზე წა­მოდ­გე­ბა, _ უთ­ხრა მა­მამ.

მი­ხა გა­ჩუმ­და; ვე­ღა­რა­ფე­რი თქვა, ისე გა­ი­ტა­ცა დე­დის მორ­ჩე­ნის სურ­ვილ­მა.

_ ნე­ტა ერ­თი ფულს ვი­პო­ვი­დე დღეს, რომ დე­დის­თვის "ქი­ნა­ქი­ნა" ვა­ყიდ­ვიო მა­მას, _ ფიქ­რობ­და მი­ხა და გულ­ში ღმერთს ეხ­ვე­წე­ბო­და: _ ღმერ­თო, გზა­ზედ ფუ­ლი მა­პოვ­ნი­ნეო.

_ მი­ხა, შვი­ლო, თუ გინ­და, წა­დი სკო­ლა­ში! _ უთ­ხრა დე­დამ მი­ხას, რად­გან იცო­და, რომ სკო­ლა­ში წას­ვლა მი­ხას არ ეწ­ყი­ნე­ბო­და.

_ წა­დი შვი­ლო, წა­დი, _ უთ­ხრა მა­მა­მაც: _ წა­დი, იქ­ნე­ბა, ის­წავ­ლო რა­მე და გა­მო­ი­ყე­ნო, თვა­რა ხომ ხე­დავ ჩვენს გა­ჭირ­ვე­ბას? წა­დი, მე სა­დილს და­გახ­ვედ­რებ...

მი­ხა­საც ეს უნ­დო­და; მა­შინ­ვე წა­მოხ­ტა ზე­ზე, ჩა­იწ­ყო ჩან­თა­ში წიგ­ნე­ბი და გა­ე­ქა­ნა, მხი­ა­რუ­ლი, სკო­ლი­სა­კენ.

 

III

რო­ცა მი­ხა სკო­ლა­ში შე­ვი­და და და­ი­ნა­ხა თა­ვი­სი ამ­ხა­ნა­გე­ბის გაბ­რწყი­ნე­ბუ­ლი სა­ხე, ბედ­ნი­ე­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, კმა­ყო­ფი­ლი სტუ­მა­რი; და­ი­ნა­ხა, რომ მთელ სკო­ლას რა­ღაც სად­ღე­სას­წა­უ­ლო ფე­რი დას­დე­ბია, _ აღარ იცო­და, რა ექ­ნა. შემ­კრთა­ლი გა­ჩერ­და ერთ ად­გილ­ზე და მი­ა­ჩერ­და მას­წავ­ლე­ბელს. თით­ქო თვა­ლე­ბით შეს­თხოვს, გა­მა­გე­ბი­ნე, რა ამ­ბა­ვია აქაო.

_ მი­ხას გა­უ­მარ­ჯოს! _ და­უ­ძა­ხა მას­წავ­ლე­ბელ­მა ღი­მი­ლით: _ სად იყა­ვი ამ­დენ ხანს?

მი­ხა არა­ფერს არ ამ­ბობ­და და, გაშ­ტე­რე­ბუ­ლი, იდ­გა.

_ სხვა დროს არ და­გიგ­ვი­ა­ნია და დღეს რო­გორ და­გე­მარ­თა, რომ ამის­თა­ნა ბედ­ნი­ერ დღეს გა­მოგ­ვაკ­ლდი? დღეს ჩვენ გვეწ­ვია ძვირ­ფა­სი სტუ­მა­რი, ყვე­ლა­ნი შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად დავ­ხვდით და მად­ლო­ბა და­ვიმ­სა­ხუ­რეთ, შენ-კი ასე გვი­ან მოხ­ვე­დი... აგ­რე უნ­და მას­პინ­ძლო­ბა?..

მი­ხას თვა­ლე­ბი ძირს და­ეშ­ვა და ცრემ­ლე­ბით ავ­სე­ბო­და. რამ­დე­ნი­მე სიტ­ყვა რომ ეთ­ქვათ კი­დევ, ის ტი­რილს და­იწ­ყებ­და; მაგ­რამ ამ დროს მი­იხ­მო სტუ­მარ­მა მას­წავ­ლე­ბე­ლი და ცო­ტა ხანს ჩუ­მად ელა­პა­რა­კე­ბო­და. ლა­პა­რა­კის დროს ორი­ვე­ნი მი­ხას უყუ­რებ­დენ; მე­რე მი­ვი­და მას­წავ­ლე­ბე­ლი მი­ხას­თან, გა­და­უს­ვა თავ­ზე ხე­ლი და უთ­ხრა:

_ არა უშავს რა!

_ მო­დი, პა­წა­წავ! _  უთ­ხრა სტუ­მარ­მაც ალერ­სი­ა­ნად. მი­ხას ია­მა მას­წავ­ლებ­ლი­სა და სტუმ­რის სიტ­ყვე­ბის კი­ლო და თა­მა­მად მი­ვი­და.

_ აბა, მო­ყე­ვი აქე­დან! _ უთ­ხრა სტუ­მარ­მა და აჩ­ვე­ნა გა­დაშ­ლილ წიგ­ნზე ად­გი­ლი. მი­ხა ჯერ ხმის კან­კა­ლით შე­უდ­გა კით­ხვა, მე­რე და მე­რე-კი გა­თა­მამ­და და ჩი­ნე­ბუ­ლად და­იწ­ყო კით­ხვა. წა­კით­ხვის მე­რე სტუ­მარ­მა ათ­ქმე­ვი­ნა წა­ნა­კით­ხი და მი­ხა­მაც მშვე­ნივ­რად უამ­ბო ყვე­ლა­ფე­რი, რაც წა­ე­კით­ხა, მე­რე ლექ­სე­ბი ათ­ქმე­ვი­ნეს ზე­პი­რად, მე­რე სა­ან­გა­რი­შო მის­ცეს. მი­ხამ თა­ვი გა­მო­ი­ჩი­ნა, ისე კარ­გათ უთ­ხრა ყვე­ლა­ფე­რი.

_ ყო­ჩაღ, ყო­ჩაღ! _ იძა­ხო­და სტუ­მა­რი. მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო მი­ხას პა­სუ­ხით, სტუ­მა­რი გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი.

გა­ა­თა­ვეს მი­ხას გა­მო­კით­ხვა.

_ სა­ჩუ­ქა­რი რომ აღა­რა მაქვს შენ­თვის! _ გულ­დაწ­ყვე­ტი­ლი ეუბ­ნე­ბო­და მი­ხას სტუ­მა­რი: _ რაც მქონ­და, ყვე­ლა და­ვა­რი­გე დღეს.

_ ნუ შე­წუხ­დე­ბით, მე მივ­ცემ სა­ჩუ­ქარს თქვენ მა­გი­ერ, _ უთ­ხრა სტუ­მარს მას­წავ­ლე­ბელ­მა.

_ თქვენ-კი მი­ცემთ, მაგ­რამ მე მინ­და, რომ ჩემ­გა­ნაც ქონ­დეს რა­მე. მე მოგ­ცემთ ფულს და გთხოვთ, ჩემ მა­გი­ერ უყი­დოთ, რაც თვი­თონ სურს.

ამ სიტ­ყვებ­ზედ ამო­ი­ღო სტა­მურ­მა რამ­დე­ნი­მე თეთ­რი ფუ­ლი და მი­ცა. მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­მო­არ­თვა და მი­უბ­რუნ­და მი­ხას:

_ მი­ხა, ბა­რემ ახ­ლა­ვე მით­ხა­რი, რა გი­ყი­დო ამ ფუ­ლით?

_ "ქი­ნა­ქი­ნა"! _ წა­მო­ი­ძა­ხა უცებ გა­ხა­რე­ბულ­მა მი­ხამ.

ყვე­ლამ ყუ­რე­ბი  ცქვი­ტა და, გა­ო­ცე­ბუ­ლებ­მა, შე­ხე­დეს.

_ რა? _ და­ე­კით­ხა მე­ო­რედ მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­საც ეგო­ნა, რომ ყურ­მა მო­მატ­ყუ­აო.

_ ქი­ნა­ქი­ნა! _ გა­ნი­მე­ო­რა ბავ­შვმა.

_ იცი მე­რე, რა არის ქი­ნა­ქი­ნა? _ ღი­მი­ლით კით­ხა სტუ­მარ­მა.

_ წა­მა­ლია, მი­უ­გო ბავ­შვმა.

_ მე­რე რად გინ­და შენ ეგ წა­მა­ლი? _ კით­ხა მას­წავ­ლე­ბელ­მა.

_ დე­დას აცი­ებს და მა­მა წუხს: უფუ­ლო­ბას რა ვუ­ყო, თვა­რა "ქი­ნა­ქი­ნას" ვი­ყიდ­დი და მო­ვარ­ჩენ­დიო,

სტუ­მარ­მა და მა­წავ­ლე­ბელ­მა ერ­თმა­ნეთს შე­ხე­დეს...

იმ სა­ღა­მოს მას­წავ­ლე­ბე­ლი და ფერ­შა­ლი მახ­ლო­ბელ და­ბი­დან მი­ვი­დენ მი­ხას სახ­ლში. ფერ­შალ­მა ნა­ხა ავად­მყო­ფი, სა­ჭი­რო წამ­ლე­ბი (რა­საკ­ვირ­ვე­ლია "ქი­ნა­ქი­ნაც") და­უ­ტო­ვა და და­რი­გე­ბაც მი­ცა, რო­გორ მოქ­ცე­უ­ლი­ყო. მას­წავ­ლე­ბელ­მა-კი პა­ტა­რა სუ­რა­თე­ბი­ა­ნი წიგ­ნი მო­უ­ტა­ნა მი­ხას. აუ­წე­რე­ლია ის მხი­ა­რუ­ლე­ბა, რო­მელ­საც გრძნობ­დენ, რო­გორც მი­ხას მშობ­ლე­ბი, ისე თვი­თონ მი­ხა; ამი­სი მხო­ლოდ გრძნო­ბა შე­იძ­ლე­ბა და არა გა­მოთ­ქმა!..

 

??????