დაბადების დღე
გარეთ თოვდეს, რა გენაღვლება,
შენი სხეული თოჯინაა ამ თეთრ ლოგინში.
შიში გაღუნე ,
ბალიშის ქვეშ თვლემენ სიზმრები,
მათთან მზეა და ცხელი ქვიშა
იკრავს სველ სხეულს.
ჩვენთან ბუხარი იღუღუნებს,
დილას რომ დედა
თოვლის სურნელით გაჯერებულ
თოთო თებერვალს,
მუჭში ჩაგიდებს
თბილი თითებით.
შენ კი შენს თავს გაუჯავრდები:
\"ჩამძინებია\".