მაჭავარიანი მუხრან
გაზიარება

დუმილი რეკავს 

დუმილი რეკავს,
დუმილი რეკავს
ჯვრით,
ალავერდით,
გელათით,
ტბეთით...
ხმა თუა ნეტავ,
ხმა თუა ნეტავ, _
ამ უხმო ხმაზე
რომაა მეტი!

დუმილი რეკავს,
დუმილი რეკავს
დუმილი რეკავს
თვით პეტრიწონით...
მკვდარიც კი თუა
ქართველი ნეტავ, _
ეს რეკვა მისთვის
როა ლიტონი!

დუმილი რეკავს,
დუმილი რეკავს
ზარზმით,
ოპიზით,
ოშკით,
ხახულით…
ხან ფერად შვინდი,
ხან ფერად ლეგა, _
რეკავს სამრეკლო _
ხმადაკარგული.
დუმილი რეკავს...

??????