ლებანიძე მურმან
გაზიარება

* * * დიდებულად წვიმს, დიდებულად - თოვს 

დიდებულად წვიმს, დიდებულად  - თოვს,
დიდებულად ქრის ქარი ქარაშოტი ...
არ დაგცდეს საყვედური წვიმაზე, ქარზე -
არ თქვა წუთისოფლის 
აუგი არასოდეს!

საზიზღრად იწვიმებს, საზიზღრად ითოვებს,
საზიზღრად იქროლებს ქარი ქარაშოტი,
ჩვენ რომ დავიღლებით, ჩვენ რომ არ ვიქნებით
და სხვა რომ იქნება - 
მკერდზე ყაყაჩოთი!

1981

??????