ჭილაძე ოთარ
გაზიარება

* * * სიცოცხლის ხმაზე 

სიცოცხლის ხმაზე შრიალებს მუდამ
ხე _ ტრონათელი, რტოდათაფლული...
თვალს და ხელს შუა მწიფდება თუთა,
თვალს და ხელს შუა გადის ზაფხული.
და ყანა ამბობს _ ჩურჩულით _დროა!
დამწყდა ფეხები... დამწყდა ფეხები...
ქარს შემოდგომის სურნელი მოაქვს
და გასცქერიან შარას ბეღლები.
 
1952

??????