ისიანი სევერიან
გაზიარება

მე და არწივა 

ერთი მიზანი გვაქვს უწმინდესი:
დაცვა სამშობლოს მთის და ბარისა.
ჩვენ ერთმანეთის გულისთქმაც გვესმის, 
როგორც მეგობარს მეგობარისა.
 
 ირგვლივ გვარტყია ძალა მთებური, 
ვერ გაგვეკაროს უიმედობა.
დედა-სამშობლოს მზით ანთებული,
მე მას ვენდობი, ის მე მენდობა.
 
ჩვენი დიდება სისწრაფე არის
და სიმამაცე გულს ჩანერგული.
გაგვასწრებს ველზე მქროლავი ქარი,
თუ მოსხლეტილი მთიდან ენგური?...
 
 თავს რომ დაგვნათის ცისკარი დილის,
ლეგა ღრუბელი ვეღარ დაფარავს.
მტერს ვეკვეთებით ხმალამოწვდილი,
მე და არწივა ოქროსფაფარა...
 
თუნდაც მოვარდეს შრაპნელის დელგმა,
ცამდე სწვდებოდეს ცეცხლის ალმური, 
ლაჩრულად ერთიც არ დაეცემა
ჩვენი მიწის და მზის მოყვარული.
 
ეს მთა და ბარი ედემის მსგავსი,
ოდესღაც მტერთა გადანათელი,
მზიანია და უფრო ძვირფასი,
ვიდრე ორთავე თვალის ნათელი!
 
როს  მებრძოლებით ველი ივსება,
მთებიც ხარობენ აწვდილნი ცამდე.
არ არის უფრო დიდი ღირსება,
ვიდრე სანშობლოს საზღვრებს იცავდე! 
 
და გული ჩემი, ჩემი მარჯვენი,
ბასრი ხმალი თუ ლექსი ყუმბარა,
სამშობლოს ზრდიდა და გამარჯვების
თანაზიარი დარჩება მარად.
 
ცხენსაც გული აქვს ალალ-მართალი,
მეგობრისათვის თავსაც გასწირავს.
ვერვინ იპოვოს მტრისგან დამფრთხალი,
დაუდეგარი ჩემი არწივა.
 
ჩვენი დიდება სისწრაფე არის
და სიმამაცე გულს ჩანგრეული.
ვერ დაგვეწიოს მქროლავი ქარი,
ვერც მოსხლეტილი მთიდან ენგური!...
 
1940წ.

??????