ბეატრისი
სულით ხორცამდე ბეატრისი ათეისტია,
გამიკვირდება ალბათ კიდეც ღმერთის რომ სწამდეს,
რადგან მოკვეთა ათი მცნების ათივე გზიდან-
-დედამ რომელმაც შეატოვა დაბადებიდან
მამას, (რომელიც ბავშვობიდან მეძავად ზრდიდა).
კადრი პირველი(მოგონება)- გაწვდილი ხელი,
მსუქანი ძიას ზიზღით სავსე შავი თვალები...
ახსოვს მეზობლის გოგონა და ზურგჩანთა ჭრელი,
ახსოვს ოთახი(საფუნთუშე), წარწერით კარზე,
ახსოვს ბებია თმაჭაღარა, ლოყებწითელა,
იქ შესული რომ გამოაგდო კინწისკვრით გარეთ...
კადრი მეორე (მოგონება) - ბუნკერი ნაგვის,
არაყის, ლუდის, ლიმონათის მინის ბოთლები,
ფეხმოტეხილი, ინვალიდი თოჯინა(ბარბი)...
თოვლის ფიფქები, დეკემბერი, ფეხები სველი,
ტოტებნაკლული, მოყვითალო, დიდი ნაძვის ხე,
ცხრამეტ იანვარს აღნიშნული ახალი წელი...
კადრი მესამე(მოგონება) - "კეთილი ძია",
მოსიყვარულე, ისე თბილი, იმდენად კარგი,
მაღაზიაში თეთრი კაბაც კი შეუძინა...
მერე სავახშმოდ დაპატიჟა ზუსტად იმ ბარში,
რომლის დარაჯიც ახლომახლო სიარულსაც კი
უკრძალავდა მას როცა იყო პატარა ბავშვი...
კადრი მეოთხე(მოგონება) - სიცარიელე,
"კეთილი ძია" - უგზოუკვლოდ გადაკარგული,
ტუჩებში იკვნეტს დაპირებებს, გამქრალ იმედებს,
ქუჩაში ხალხი, პარადი თუ რაღაც მსვლელობა,
დილა... აბორტი... ტკივილი და... სიცარელე...
ღამე... სიჩუმე... თვითმკვლელობის შვიდი მცდელობა...
დღეს მეძავია, სამუშაო საათებს ზომავს...
საკუთარ თავთან ყოველ ღამე დებს იმ პირობას,
რომ არცერთ წყენას, არცერთ ტკივილს ადამის მოდგმას,
არ აპატიებს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.
თუმც დღემდე სტუმრობს ნაძირალა მამის საფლავს და...
და გულის ჯიბით დაატარებს დედის სურათებს...