ნიშნიანიძე შოთა
გაზიარება

გული 

როგორც ჩიტი გალიაში, როგორც მუჭში პეპელა,
ფრთხიალებ და ჩუმად ფეთქავ სიცოცხლის სანთებელა.
თვითონ ღმერთი წამებული, შენ ერთს გწყალობს ისევე _
მხოლოდ გულში შემოდის და მხოლოდ გულში ისვენებს.
გულო, სანამ გული გქვია, გულო, უნდა მტკიოდე.
გულო, უნდა მიერთგულო, მიმყვე საიქიომდე.
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ,
ჯოჯოხეთის დამტეველო პაწაწინა სამოთხევ...

??????