ნიშნიანიძე შოთა
გაზიარება

* * * ბავშვობაში გაზაფხულზე 

ბავშვობაში გაზაფხულზე
მივდიოდი ერთხელ ტყეში,
არაფერი ამნაირი
არ მინახავს მე ჩემს დღეში.
ტყე გალობდა გუგუ-გუგუ,
ტია-ტია, ჟრიკ-ჟრიკ, ჟრიკ-ჟრიკ...
აპრილი კი მართლა ჰგავდა
სამოთხიდან მოსულ შიკრიკს,
უცებ ხის ტოტს გამოვედე -
გავილუმპე თბილი ლეშხით,
ტანში გამცრა... გამაჟრჟოლა
და მოიღო გულმაც რეჩხი,
ავიხადე, თავზე მადგა ჩიტის
ბუდე-
უფლის პეშვი...
არაფერი ამნაირი
არ მიგრძვნია მე ჩემს დღეში...

??????