გეთიაშვილი რეზო
გაზიარება

მამზელ ექსკლიუზივი

მენატრებით, ახლა ის ციტირებს,
მამზელ, მაგონდებით ათასში რამდენჯერ,
მამზელ, შეემზადეთ, თქვენ უნდა იტიროთ,
მამზელ, დაგეტოვათ პატარა ანდერძი.

მამზელ, სიცივეა, ღიმილის ნაკეცებს,
მამზელ, რა კარგია პირველი ავდრები,
მამზელ, არ შეშინდეთ, თქვენ უნდა გაკოცონ,
მამზელ, არაფერი, თქვენ უკვე მთავრდებით...

ზუსტი ციტატები, ლამაზი სიცელქე,
სავსე ძუძუები და კოცნა–ჰიბრიდი,
ოღონდ არ დაიბნეთ, თქვენ უნდა იცეკვოთ,
ოღონდ გაფითრება – რისკი თუ ლიბიდო,

ანდა გვირილების მოთეთრო ტკარცალი,
ცოთა შამპანური და უხერხულობა,
მამზელ, საიდუმლოდ, თქვენ უნდა გაგცვალონ,
მამზელ, არც კი იცით თითები, ხელები,

მამზელ, დაგეტოვათ პატარა  ანდერძი,
მამზელ, გვიანდება, თქვენ უნდა იტიროთ,
მამზელ, მაგონდებით ათასში რამდენჯერ...
მადამ, რა კარგია, როდესაც ციტირებთ.

??????