ტურგენევი ივან
გაზიარება

მუმუ 

მოსკოვის ერთ განაპირა ქუჩაზე, თეთრსვეტებიან, ანტრესოლიან რუხ სახლში, აივანი რომ გვერდზე ჰქონდა გადაბრეცილი, ოდესღაც დაქვრივე-ბული ქალბატონი ცხოვრობდა დიდძალი შინაყმით. ქალები დათხოვებუ-ლი ჰყავდნენ, ვაჟიშვილები პეტერბურგში მსახურობდნენ. სახლიდან იშვი-ათად გადიოდა. მარტოობაში ატარებდა თავისი მწირი, უღიმღამო სიბერის უკანასკნელ წლებს. უკვე დიდი ხნის გასული იყო მისი უსიხარულო და ავ-დრიანი ცხოვრების შუადღე, მაგრამ მწუხრიც ბნელზე დასდგომოდა ბედ-შავს.
ქვრივის მოჯალაბეთაგან განსაკუთრებით გამოირჩეოდა მეეზოვე გერა-სიმე, თორმეტვერშოკიანი გოლიათური აღნაგობის ვაჟკაცი, დაბადებით ყრუ-მუნჯი. ქალბატონმა გერასიმე სოფლიდან ჩამოიყვანა, სადაც იგი, ძმებს გამოყოფილი, მარტო ცხოვრობდა პატარა ქოხში და თითქმის ყველა-ზე შეძლებულ ყმა გლეხად ითვლებოდა. არაჩვეულებრივი ძალ-ღონის მქო-ნე გერასიმე ოთხი კაცის საქმეს აუდიოდა; მადლიანი მუშაობა იცოდა, ვეება ხელებით კავს ჩაჭიდებული რომ ხვნას შეუდგებოდა, ერთ რამედ მისი ყუ-რება ღირდა, გეგონებოდათ, ცხენი არც ეხმარება, თვითონ, საკუთარი ძა-ლით უპობს მიწას აფუებულ მკერდსო; საპეტრეპავლოდ სამკალში ისე იქ-ნევდა ცელს, რომ ლამის გვარიანად წამოზრდილ არყნალსაც კი გაკაფავდა; სამარშინიან საცეხვ კეტს რომ თავისებურად მარჯვედ და შეუჩერებლად სცემდა ხოლმე, მხრების მოგრძო და მკვრივი კუნთები ბერკეტივით დაუ-დიოდა. მუდმივი დუმილი რაღაც საზეიმო დიდებულებას მატებდა მის მო-უღლელ შრომას. ღირსეული გლეხკაცი იყო, და მისი უბედურება რომ არა, რომელიც გნებავთ გოგო სიხარულით გაჰყვებოდა ცოლად... მაგრამ აი ჩა-მოიყვანეს გერასიმე მოსკოვში, უყიდეს ჩექმები, შეუკერეს საზაფხულოდ ხიფთანი, საზამთროდ ტყაპუჭი, მისცეს ხელში ცოცხი, აქანდაზი და გაამწე-სეს მეეზოვედ.
პირველ ხანებში ძალიან არ მოეწონა გერასიმეს ახალი ცხოვრება, ის ხომ ბავშვობიდანვე მიწაზე შრომას, სოფლის ყოფას იყო მიჩვეული, თავისი უბედურების გამო ადამიანთა ურთიერთობას მოწყვეტილი მუნჯი გოლია-თი ისე გაიზარდა, როგორც ხე იზრდება ბარაქიან მიწაზე... ქალაქად გადა-სახლებულს ვერ გაეგო, რა ხდებოდა მის თავს, _ ხალისწართმეული და გა-ოგნებული იყო, როგორც ჯან-ღონით სავსე მოზვერი, უცბად რომ მოწყვი-ტეს მდელოს, ლორთქო, წელამდე მოსულ ბალახს, შეაგდეს რკინიგზის ვა-გონში და გააქანეს; კვამლი ევლება და ნაპერწკლები აცვივა მის ჩაკირულ სხეულს, ორთქლი ტალღებად ზედ ეფინება, მას კი მიაქანებენ ხმაურით, წივილით, ღმერთმა უწყის, საით! მძიმე გლეხური შრომის შემდეგ გერასი-მეს თავისი ახალი საქმე თამაშად მიაჩნდა: ნახევარ საათში უკვე ყველაფერი მზად ჰქონდა ხოლმე. მერე ან შუა ეზოში დადგებოდა და გამვლელ-გამომ-ვლელს აჩერდებოდა პირდაღებული, თითქოს მათგან მოელოდა თავისი
უცნაური მდგომარეობის ახსნას, ან უცბად სადმე მიეფარებოდა, ცოცხსა და აქანდაზს შორს მოისვრიდა, პირქვე დაემხობოდა მიწაზე და საათობით უძ-რავად იწვა გალიაში გამოკეტილი ნადირივით. მაგრამ ადამიანი ყველა-ფერს ეჩვევა და გერასიმეც მიეჩვია ქალაქურ ცხოვრებას. საქმე ცოტა ჰქონ-და: ეზო უნდა სუფთად ჰქონოდა, დღეში ორჯერ კასრით წყალი უნდა მოე-ტანა, სახლისა და სამზარეულოსათვის შეშა უნდა მოეზიდა და დაეპო, კი-დევ _ უცხო არავინ უნდა შემოეშვა და ღამ-ღამობით ედარაჯა. უნდა ით-ქვას, რომ თავის მოვალეობას გერასიმე გულმოდგინედ ასრულებდა: ეზოში რამე ნაფოტსაც კი ვერ იპოვიდით დაგდებულს. თუ წვიმების დროს სადმე ჯაგლაგ ცხენიანი წყლის საზიდარი ჩაუვარდებოდა, ერთი მხრის შეტოკება საკმარისი იყო, რომ თავის ცხენიანად ამოეტანა; ახლა თუ შეშის ჩეხვას და-იწყებდა, ნაჯახი ბროლივით წკრიალებდა მის ხელში და შეშის ნაპობ-ნამ-სხვრევები ირგვლივ ცვიოდა. მის დარაჯობაზე რაღა გითხრათ! მას შემდეგ, რაც ერთხელ ორი ქურდი დაიჭირა და ერთმანეთს ისე შეატაკა შუბლით, რომ პოლიციაში წაყვანა აღარც დასჭირვებიათ, მთელს უბანში პატივსაცემი კაცი შეიქნა. ვინმე ავაზაკი კი არა, უბრალოდ, უცნობი გამვლელებიც კი ფრთხებოდნენ მრისხანე მეეზოვის დანახვაზე. ხელის ქნევით და ყვირი-ლით აუწყებდნენ, რომ სამტროდ არ იყვნენ მოსული. შინაურებთან მეგობ-რული ურთიერთობა ჰქონდაო, ამას ვერ ვიტყვით, _ ყველას ეშინოდა მუნ-ჯის, _ უბრალოდ, იგი მათ თავისიანებად თვლიდა. ნაცნობები ხელით ან სახის გამომეტყველებით ანიშნებდნენ ხოლმე სათქმელს. გერასიმე ხვდებო-და და ზუსტად ასრულებდა ყველა ბრძანებას. მაგრამ თავისი უფლებებიც კარგად იცოდა და სუფრასთან მისი ადგილის დაკავებას ვერავინ გაბედავ-და. საერთოდ, გერასიმე სერიოზული და მკაცრი კაცი იყო, ყველაფერში წესრიგის მოყვარე; მამლებიც კი მისი თანდასწრებით ჩხუბს ვერ ბედავ-დნენ. მტრისას! წაავლებდა ფეხებში ხელს, დაატრიალებდა ერთი ათჯერ ჰა-ერში ბზრიალასავით და ისროდა სხვადასხვა მხარეს. ეზოში ქალბატონს ბა-ტებიც დაუდიოდა; მოგეხსენებათ, ბატი მედიდური და დარბაისელი ფრინ-ველია; გერასიმეს ისინი პატივისვემის გრძნობას აღუძრავდნენ, უვლიდა, აპურებდა; თავადაც დინჯ ბატს წააგავდა. გერასიმეს სამზარეულოს თავზე პატარა ოთახი მისცეს: თავად მოიწყო შიგ ყველაფერი თავისი გემოვნების მიხედვით. მუხის ფიცრებისგან საწოლი შეკრა და ოთხ ჯირკზე დადგა, ნამ-დვილი გოლიათის საწოლი იყო, ას ფუთს გაუძლებდა. ლოგინქვეშ ზანდუ-კი ჰქონდა; კუთხეში ასეთივე უძრავი მაგიდა ედგა, მაგიდასთან კი სამფეხა სკამი, ისეთი მყარი და საიმედო, რომ თავად გერასიმე ასწევდა ხოლმე, გა-აგდებდა ხელიდან და ჩაიცინებდა. ოთახს კალაჩის მოყვანილობის შავ ბოქ-ლომს ადებდა, გასაღებს კი მუდამ თან ატარებდა ქამარზე ჩამოკიდებულს. არ უყვარდა დაუკითხავად მომსვლელნი.
წლისთავზე გერასიმეს ერთი პატარა ამბავი შეემთხვა.
მოხუცი ქალბატონი, ვისთანაც გერასიმე მეეზოვედ იყო, ყველაფერში ძველ ადათ-წესებს მისდევდა და ამიტომ შინამოსამსახურეებიც ბლომად ჰყავდა: მრეცხავებიო, მკერავებიო, დურგლებიო, თერძებიო, ასე გასინჯეთ, ერთი მეუზანგეც კი ჰყავდა, თვითონვე ითვლებოდა ბეითლად და შინაყმე-ბის მკურნალად, გარდა ამისა, შინაური ექიმი ჰყავდა თავისთვის, დაბო-
ლოს, ერთი მეწაღეც, სახელად კაპიტონ კლიმოვი, ლოთზე ლოთი კაცი. კლიმოვს თავი დამცირებულ და ღირსებისდაგვარად დაუფასებელ არსე-ბად, განათლებულ, სატახტო ქალაქის შესაფერ ადამიანად მიაჩნდა. მე აქ, მოსკოვში, სადღაც გადაკარგულში არ უნდა ვიჯდე უსაქმოდ, თუ ვსვამ, სწორედ დარდის გასაქარვებლად ვსვამო, ამბობდა სევდამორეული და მკერდზე მჯიღს იცემდა. აი, ერთხელ ამ მეწაღეზე ჩამოვარდა საუბარი ქალ-ბატონსა და მის მთავარ სახლთუხუცეს გავრილას შორის. ამ გავრილას ჯერ მარტო ყვითელ თვალებზე და იხვის ნისკარტივით ცხვირზე შეატყობდით, რომ განგებისგან იმთავითვე უფროსობა ეწერა. ქალბატონი კაპიტონის ზნე-ობას უჩიოდა. ის-ის იყო, სადღაც ქუჩაში ეპოვათ გალეშილი.
_ როგორ ფიქრობ, გავრილა, _ თქვა უცებ ქალბატონმა, _ ცოლი ხომ არ შეგვერთო? იქნებ დაჭკვიანდეს.
_ რატომაც არა, ქალბატონო! შეიძლება, _ უპასუხა გავრილამ, _ ძალია-ნაც კარგი იქნება.
_ კი, მაგრამ ვინ წაჰყვება?
_ რა თქმა უნდა, ქალბატონო. თუმცა, როგორც ინებებთ. რაც უნდა იყოს, რომ იტყვიან, რაღაცაში მაინც გამოდგება: მთლად გადასაგდები არ არის.
_ მგონი ტატიანა მოსწონს.
გავრილას რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ ენას კბილი დააჭირა.
_ ჰო... დანიშნოს ტატიანა. _ გადაწყვიტა ქალბატონმა და სიამოვნებით იყნოსა ბურნუთი. _ გესმის?
_ მესმის, ქალბატონო, _ მიუგო გავრილამ და დაეთხოვა.
გავრილა დაბრუნდა ფლიგელში. მოჭედილი ზანდუკებით სავსე თავის ოთახში. ჯერ ცოლი გამოისტუმრა გარეთ, მერე ფანჯარასთან მიჯდა და ჩა-ფიქრდა. ქალბატონის მოულოდნელმა განკარგულებამ იგი, როგორც ჩანდა, საგონებელში ჩააგდო. ბოლოს წამოდგა და ბრძანა კაპიტონი ეხმოთ... მაგ-რამ ვიდრე მათ საუბარს გადმოგცემდეთ, ურიგო არ იქნება, ორიოდე სიტ-ყვით გიამბოთ, ვინ იყო კაპიტონის საცოლედ შერჩეული ეს ტატიანა და რა-ტომ შეაცბუნა სახლთუხუცესი ქალბატონის განკარგულებამ.
ზემოთაც მოგახსენეთ, რომ ტატიანა მრეცხავად მსახურობდა, თუმცა მას, როგორც დახელოვნებულ და განსწავლულ მრეცხავს, მხოლოდ ფაქიზი თეთრეული ებარა. იგი ასე ოცდარვა წლის ტანმორჩილი, გამხდარი ქერა ქა-ლი იყო. მარცხენა ლოყაზე ხალები ჰქონდა, რაც რუსეთში უიღბლო ცხოვ-რების მომასწავებელ ავ ნიშნად არის მიჩნეული. ტატიანას ცხოვრებაც არ იყო სახარბიელო, ყმაწვილქალობიდანვე ჩაგრავდნენ საბრალოს; ორი ქალი-სას საქმეს აკეთებდა, მაგრამ ალერსიანი სიტყვა არავისგან ახსოვდა; უხეი-როდ აცმევდნენ და ჯამაგირსაც ყველაზე ცოტას იღებდა; შეიძლება ითქვას, რომ ნათესავები არ ჰყავდა: უხეირობის მიზეზით სოფელში დატოვებული ერთი მეკუჭნავე ბიძად მოხვდებოდა, სხვა ბიძები მიწის მუშა ყმები იყვნენ _ ეს იყო და ეს. ოდესღაც ლამაზი ქალის სახელი ჰქონდა, მაგრამ სილამაზე მალე ჩამოერეცხა. ძალზე მშვიდი, უკეთ რომ ვთქვათ, მოშიში, საკუთარი თავის მიმართ სავსებით გულგრილი ქალი გახლდათ, ყველასი ეშინოდა. მისი საზრუნავი მხოლოდ ის იყო, როგორმე სამუშაო დროზე მოემთავრები-ნა. ხმას არავის სცემდა და ქალბატონის სახელის გაგონებაზეც კი შიშით
კანკალებდა. ქალბატონს კი იგი თითქმის თვალითაც არ ენახა. გერასიმე რომ სოფლიდან ჩამოიყვანეს, ამ გოლიათის დანახვაზე ქალს შიშისაგან კი-ნაღამ გული წაუვიდა. ცდილობდა, როგორმე არ შეხვედროდა, თვალსაც კი დახუჭავდა ხოლმე ზოგჯერ, როცა სამრეცხაოში მიმავალი ჩაურბენდა. გე-რასიმე პირველ ხანებში არც აქცევდა მას განსაკუთრებულ ყურადღებას, მე-რე ჩაუცინებდა ხოლმე, როცა შეხვდებოდა, და, ბოლოს, თვალს აღარ აშო-რებდა. შეუყვარდა ქალი გერასიმეს. მისმა მშვიდმა სახემ მოხიბლა თუ მოკ-რძალებულმა მიხრა-მოხრამ _ ღმერთმა იცის! ერთხელ ტატიანა ეზოში გა-მოვიდა. გაშლილ თითებზე ქალბატონის გახამებული კოფთა გადაეფინა და ფრთხილად მიჰქონდა... უცებ ვიღაცამ მაგრად ჩაავლო იდაყვში ხელი; მოი-ხედა და შეჰკივლა: უკან გერასიმე იდგა. ბრიყვივით იცინოდა, ალერსიანად ზმუოდა და თაფლისკვერის ფრთებმოოქრულ მამალს უწვდიდა ქალს. ტა-ტიანას ჯერ უარის თქმა უნდოდა, მაგრამ გერასიმემ ძალად ჩასჩარა ხელში, თავი გაიქნია, გაეცალა, მერე მოიხედა და ისევ დაიზმუვლა რაღაც ძალზე საალერსო. ამის შემდეგ იგი ქალს აღარ ასვენებდა: სადაც არ უნდოდა წასუ-ლიყო, გერასიმე მის წინ გაჩნდებოდა ხოლმე, უღიმოდა, ზმუოდა, ხელებს იქნევდა, ხან რაღაც ბაფთას ამოიღებდა უბიდან და ხელში ჩაუდებდა, ხან ცოცხით მის წინ მტვერს მოჰგვიდა. საწყალმა გოგომ აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, რა ექნა. მალე მთელმა სახლმა შეიტყო მუნჯი მეეზოვის ამბე-ბი. დაუწყეს ტატიანას დაცინვა, გაქილიკება, გაშაირება. გერასიმეს კი ვაგ-ლახად ვერაფერს ჰკადრებდნენ, ხუმრობა არ უყვარდა. მისი თანდასწრე-ბით ქალსაც ვერაფერს უბედავდნენ. მოსწონდა თუ არ მოსწონდა ეს ამბავი, ეს კი იყო, რომ გოგო მუნჯის მფარველობაში მოხვდა. როგორც ყველა ყრუ-მუნჯი, გერასიმეც ძალზე გუმანიანი კაცი იყო და მშვენივრად ხვდებოდა, როცა მას ან ტატიანას დასცინოდნენ. ერთხელ სადილზე ტატიანას უფროს-მა, მეთეთრეულემ, გოგოს, რომ იტყვიან, სული ამოართვა გადაკრული სიტ-ყვებით. საწყალმა აღარ იცოდა, რა ექნა, ლამის იყო, სიმწრისაგან იტირა. გე-რასიმე უცბად წამოდგა, შემართა თავისი ვეება ტორი, მეკუჭნავეს თავზე დაადო და გააფთრებულმა ისეთი თვალებით შეხედა, რომ ქალი პირდაპირ ზედ გაეკრა მაგიდას. ყველა გაჩუმდა. გერასიმემ ისევ აიღო კოვზი და შჩის ხვრეპა განაგრძო. «შეხედე ერთი ამ ყრუ ეშმაკს, ქაჯს!» _ აბუტბუტდა ყველა. მეთეთრეულე ადგა და საქალებოში გავიდა. სხვა დროს გერასიმემ შეამჩნია, კაპიტონი, სწორედ ის კაპიტონი წეღან რომ მოგახსენებდით, რაღაც თავა-ზიანად ემასლაათებოდა ტატიანას, თითით მოიხმო, საეტლე ფარდულში შეიყვანა, იქვე კუთხეში მიყუდებულ ხელნას ბოლოში ხელი წაავლო და წყნარად, მაგრამ მრავლისმეტყველად დაემუქრა. ამის შემდეგ ტატიანას ხმას ვეღარავინ სცემდა. მუნჯს ყველაფერი გაუდიოდა. მართალია, მეთეთ-რეულე მაშინ, როგორც მიირბინა საქალებოში, იმწამსვე გადაესვენა და სა-ერთოდ ისე იმარჯვა, რომ გერასიმეს უხეში საქციელის ამბავმა ქალბატონის ყურამდე იმავე დღეს მიაღწია; მაგრამ თავნება დედაბერმა გაიცინა მხო-ლოდ, თან ამით შეურაცხყოფილ მეთეთრეულეს რამდენჯერმე მოაყოლა, როგორ დაადებინა მუნჯმა თავისი მძიმე ტორით თავი სუფრაზე, მეორე დღეს კი გერასიმეს მანეთიანი გაუგზავნა საჩუქრად, როგორც ერთგულსა და ძლიერ დარაჯს. გერასიმეს ქალბატონის გვარიანად ეშინოდა. მაგრამ მი-
სი წყალობის იმედი ჰქონდა და უკვე აპირებდა ეთხოვა, ტატიანას შერთვის ნებას ხომ არ დამრთავთო. მხოლოდ სახლთუხუცესის შეპირებულ ახალ ხიფთანს ელოდებოდა, რომ წესიერად ხლებოდა ქალბატონს. სწორედ ამ დროს ქალბატონს აზრად მოუვიდა ტატიანა კაპიტონისთვის მიეთხოვები-ნა.
მკითხველი ახლა ადვილად მიხვდება, რა საგონებელში ჩავარდა სახ-ლთუხუცესი გავრილა ქალბატონთან საუბრის შემდეგ. «ქალბატონი, რა თქმა უნდა, წყალობს გერასიმეს (გავრილამ ეს კარგად იცოდა, ამიტომაც ყველაფერს უამინებდა), _ ფიქრობდა იგი ფანჯარასთან მიმჯდარი, _ მაგრამ მაინც ხომ უენო არსებაა: ხომ ვერ ვეტყვი ქალბატონს, ასე და ასეა საქმე, გე-რასიმეს მოსწონს ტატიანა-მეთქი, ბოლოსდაბოლოს რა ქმარი ეგ იქნება? მე-ორე მხრივ, ერთი რომ გაიგოს, ღმერთო, ნუ მიწყენ, მაგ ტარტაროზმა, ტატი-ანას კაპიტონს ატანენო, ხომ დალეწა მთელი სახლი. განა რამეს შეაგნებინებ მაგ ქაჯს, ღმერთო შეგცოდე, მე ცოდვილმა, ვერა საშუალებით ვერ დაიყო-ლიებ... ნამდვილად!..»
კაპიტონის გამოჩენამ ფიქრი შეაწყვეტინა გავრილას. ქარაფშუტა მეწაღე შემოვიდა, ხელები უკან დაილაგა, არხეინად მიეყრდნო კართან კედლის კუთხეს, მარჯვენა ფეხი მარცხენის წინ გადააჯვარედინა და ყელი მოიღერა, ვითომ, აქ გახლავართ, რა გნებავთო.
გავრილამ კაპიტონს შეხედა და თითები ფანჯრის რაფაზე აათამაშა. კა-პიტონმა მხოლოდ ოდნავ მოჭუტა თავისი კალისფერი თვალები, ძირს არც დაუხრია, ჩაიცინა კიდეც და გამოხუნებულ გაჩეჩილ თმებზე ხელი გადაის-ვა: ჰო, მე ვარო, მე, რას მიყურებო.
_ კარგი რამა ხარ, _ ჩაილაპარა გავრილამ და გაჩუმდა. _ კარგი ხარ, ვე-რაფერს ვიტყვი!
კაპიტონმა მხოლოდ მხრები შეათამაშა. «ერთი შენა ხარ უკეთესი!» _ გა-იფიქრა გუნებაში.
_ თავზე დაიხედე, თავზე, _ უსაყვედურებდა გავრილა, _ რას გავხარ?
კაპიტონმა წყნარად დაიხედა გაცვეთილ, დაგლეჯილ სერთუკზე, დაკე-რებულ შარვალზე, განსაკუთრებული ყურადღებით დაათვალიერა ძირგა-ვარდნილი ჩექმები, ნამეტნავად ის, მარჯვენა ფეხს ასე დარდიმანდულად რომ აყრდნობდა ზედ და ისევ მიაჩერდა სახლთუხუცესს.
_ რა მოხდა?
_ რა მოხდა? _ გაიმეორე გავრილამ. _ რა მოხდა? შენ კიდევ კითხულობ, რაო? ეშმაკსა გავხარ, ღმერთო,შეგცოდე, მე ცოდვილმა. ნამდვილად ეშმაკს გავხარ.
კაპიტონმა თვალები თაღლითივით ააპარპალა.
«იყვირე და ილანძღე, გავრილა ანდრეიჩ», _ გაიფიქრა მან გუნებაში.
_ ისევ ილოთე, არა, _ დაიწყო გავრილამ, _ ისევ ხომ? ა? მიპასუხე.
_ სუსტი ჯანმრთელობის გამო მართლაც მივიღე სპირტიანი სასმელები, _ თავი იმართლა კაპიტონმა.
_ სუსტი ჯანმრთელობა!.. არ მოგხვედრია საკმარისად და ის არის; პი-ტერში კი იყავი შეგირდად... ბევრი რამეც შეისწავლე. მუქთადა ჭამ პურს.
_ ამ შემთხვევაში, გავრილა ანდრეიჩ, თვით უფალი ღმერთია ჩემი მსა-ჯული _ მეტი არავინ. მხოლოდ მან იცის, რა კაციცა ვარ ამა ქვეყანასა ზედა და მართლა მუქთად ვჭამ პურს თუ არა. რაც შეეხება ლოთობის შესახებ აზრს, ამ შემთხვევაშიც მე არა ვარ დამნაშავე, არამედ უფრო ერთი ამხანაგი; ჯერ მაცდუნა და მერე გაიპარა. მე კი...
_ შენ კი ქუჩაში დარჩი განა, ხვითო! ეჰ, შე ხელიდან წასულო, შენა! მაგ-რამ ამაზე არ დამიძახიხარ, _ განაგრძო სახლთუხუცესმა, _ აი, რა. ქალბა-ტონს... _ აქ იგი გაჩუმდა, _ ქალბატონს სურს, რომ ცოლი შეირთო. გესმის? მიაჩნია, რომ ჭკუას მოეგები, თუ დაქორწინდები. გასაგებია?
_ რა თქმა უნდა.
_ მაშ, ჩემი აზრით, ჯობია ერთი მაგრად მოგკიდონ ხელი. თუმცა ეს ქალბატონმა უკეთ იცის. რას იტყვი? თანახმა ხარ?
კაპიტონი გაიკრიჭა.
_ ცოლის შერთვა კარგი საქმეა ადამიანისთვის, გავრილა ანდრეიჩ, და მეც, ჩემი მხრივ, დიდისაგან დიდი სიამოვნებით.
_ მაშ, ეგ არის, _ შეეჭვდა გავრილა და გაიფიქრა: «ვერაფერს იტყვი, და-ლაგებულად ლაპარაკობს კაცი», _ ოღონდ ეს არის, _ განაგრძო მან ხმამაღ-ლა, _ რომ საცოლე გამოგინახეს საშარო.
_ ვინ არის, თუ შეიძლება გავიგოთ?..
_ ტატიანა.
_ ტატიანა?
კაპიტონმა თვალები დაჭყიტა და კედელს მოშორდა.
_ რას შეფუცხუნდი?.. არ მოგწონს?
_ როგორ არ მომწონს, გავრილა ანდრეიჩ! გოგოს არაფერი ეთქმის, მუშა, წყნარი გოგოა... მაგრამ თქვენც ხომ იცით, გავრილა ანდრეიჩ, ის ქაჯი, ტყის კაცი, ის ხომ იმ ქალს...
_ ვიცი, ჩემო ძმაო, ყველაფერი ვიცი, _ გაბეზრებულად შეაწყვეტინა სახ-ლთუხუცესმა, _ მაგრამ...
_ კი მაგრამ, გავრილა ანდრეიჩ! ხომ მომკლავს, ღმერთმანი მომკლავს, ერთი ბუზივით გამსრესს; იმას ხომ ისეთი ხელი აქვს, თქვენ თვითონ განსა-ჯეთ, როგორი ხელი აქვს; ნამდვილი მინინისა და პოჟარსკის ხელი აქვს. ის ხომ ყრუა, ურტყამს და არც ესმის, როგორ ურტყამს! თითქოს სიზმარში იქ-ნევდეს თავის უროსავით მუშტებს. ვერაფრით გააჩერებ; რატომ? იმიტომ, რომ თქვენ თვითონ იცით, გავრილა ანდრეიჩ, ყრუ არის და თანაც ბრიყვი, აი, ამ ქუსლივით. ეგ ხომ რაღაც ნადირია, კერპი, შეუსმენელი, გავრილა ან-დრეიჩ, _ კერპზე უარესი... ხეა უძრავი: რატომ უნდა ვაწამებინო თავი? რა თქმა უნდა, ჩემთვის ახლა ყველაფერი სულერთია, გავღატაკდი, ჩამოვიძონ-ძე კაცი, გავიზინტლე კოლომნური ქოთანივით, მაგრამ მაინც ხომ ადამიანი ვარ, მართლა უხეირო ქოთანი კი არა ვარ.
_ ვიცი, ვიცი, ნუ გააბი...
_ ღმერთო ჩემო! _ გრძნობით გაიძახოდა მეწაღე, _ როდის დადგება აღ-სასრული? როდის, ღმერთო! უბედური ვარ მე, უბედური, არ არის ჩემი საშ-ველი! რა ბედი მაქვს, რა ბედი, რომ დავფიქრდები! სიყმაწვილის წლებში ვიქენ ჩემი გერმანელი უფროსისაგან ვიყავი, ნაცემი ჩემი ცხოვრების უკე-
თეს მონაკვეთში საკუთარი ძმის ხელით ვიქენ ნაცემი, და ამ მოწიფულობის წლებში რა დავიმსახურე...
_ აი, შე ლაჩარო, შენა. _ შემოუძახა გავრილამ. _ რა ენად გაიკრიფე, მარ-თლა და მართლა!
_ როგორ თუ გავიკრიფე, გავრილა ანდრეიჩ! ცემის კი არ მეშინია, გავ-რილა ანდრეიჩ. ბატონო ჩემო, სახლში დამსაჯე და ხალხში სალამი მიბოძე, მაინც ადამიანებში ვეწერები, აქ კი ვისგან უნდა...
_ წადი, მოშორდი აქედან. _ მოუთმენლად შეაწყვეტინა გავრილამ. კაპი-ტონი შეტრიალდა და წაჩანჩალდა.
_ ვთქვათ, ის არ ყოფილიყო, _ მიაძახა სახლთუხუცესმა, _ შენ თვითონ თანახმა ხარ?
_ ვაცხადებ, _ მიუგო კაპიტონმა და წავიდა.
მჭევრმეტყველება უკიდურეს განსაცდელშიც კი არ ღალატობდა მეწა-ღეს.
სახლთუხუცესმა რამდენჯემე გაიარ-გამოიარა ოთახში.
_ აბა, ახლა ტატიანას დაუძახეთ, _ წარმოთქვა მან ბოლოს.
რამდენიმე წამის შემდეგ ტატიანა უხმოდ შემოვიდა და ზღურბლზე შე-ჩერდა.
_ რას მიბრძანებთ, გავრილა ანდრეიჩ? _ იკითხა მან წყნარად.
სახლთუხუცესი დაჟინებით მიაცქერდა მას.
_ აბა, _ თქვა მან, _ ტანიუშა. გათხოვება გინდა? ქალბატონმა სასიძო გი-შოვა.
_ გისმენთ, გავრილა ანდრეიჩ. ვინ დამინიშნა ქალბატონმა სასიძოდ? _ დასძინა მან გაუბედავად.
_ კაპიტონი, მეწაღე.
_ კეთილი, ბატონო.
_ რაც მართალია, მართალია. ქარაფშუტა ადამიანია, მაგრამ ამ საქმეში ქალბატონს შენი იმედი აქვს.
_ კეთილი, ბატონო.
_ ერთი უბედურებაა... ეს ყრუ, გერასკა, ის ხომ შენ გეარშიყება. ნეტა რი-თი მოაჯადოვე ეგ დათვი? ალბათ კიდეც მოგკლავს. ეგ დათვი, ეგა...
_ მომკლავს, გავრილა ანდრეიჩ, აუცილებლად მომკლავს.
_ მოგკლავს... მაგრამ ამას კიდევ ვნახავთ. ამას როგორ ამბობ, მომკლავ-სო! განა აქვს რამე უფლება, რომ მოგკლას? თავად განსაჯე.
_ არ ვიცი, გავრილა ანდრეიჩ, აქვს თუ არა აქვს.
_ ამას უყურეთ! შენ მაგისთვის ხომ რამე პირობა არ მიგიცია...
_ რას ბრძანებთ?
სახლთუხუცესი გაჩუმდა.
_ «ეხ, შე უწყინარო ადამიანო», _ გაიფიქრა გავრილამ.
_ კარგი, _ დასძინა მან, _ ჩვენ კიდევ ვილაპარაკებთ ამაზე, ახლა კი წა-დი. ტანიუშა, როგორც ვხედავ, შენ კრავივითა ხარ.
ტატიანა შემობრუნდა, ოდნავ მიეყრდნო კარის წირთხლს და გავიდა.
«იქნებ ხვალ ქალბატონს კიდეც დაავიწყდეს ამ ქორწინების ამბავი, _ გა-იფიქრა სახლთუხუცესმა. _ მე რაღამ ამაფორიაქა? იმ გიჟს კი მოვუვლით
როგორმე; თუ გაჭირდა, პოლიციას შევატყობინებთ...» _ უსტინია ფიოდო-როვნა! _ დაუძახა ხმამაღლა თავის ცოლს, _ სამოვარი დაადგით, ჩემო პა-ტივცემულო...
ტატიანა თითქმის მთელი ის დღე არ გამოსულა სამრეცხაოდან. ჯერ წა-იტირა, მერე ცრემლი მოიწმინდა და მუშაობას შეუდგა. კაპიტონი გვიან ღა-მემდე იჯდა დუქანში ვიღაც მოღუშულ ძმაკაცთან ერთად და დაწვრილე-ბით უყვებოდა მას, როგორ ცხოვრობდა პიტერში ერთ ბატონთან, რომელიც ყველაფრამდე კარგი იყო. წესრიგშიც წინ ვერავინ დაუდგებოდა, მაგრამ ერ-თი პატარა რაღაც ეშლებოდა ხოლმე: ზომაზე მეტს სვამდა, ქალთა სქესს რაც შეეხება, ზედ იყო გადაგებული... ის პირქუში ამხანაგი კვერს უკრავდა მხოლოდ; მაგრამ როცა ბოლოს კაპიტონმა განაცხადა, რომ ერთი შემთხვე-ვის გამო ხვალვე უნდა თავი მოვიკლაო, პირქუშმა ამხანაგმა შენიშნა, ძილის დროაო, და ისინიც დაშორდნენ ერთმანეთს ტლანქად და უხმოდ.
სახლთუხუცესის მოლოდინი კი არ გამართლდა. ქალბატონი ისე გაეტა-ცა კაპიტონის დაქორწინების აზრს, რომ ღამე მხოლოდ ამაზე ლაპარაკობდა თავის ერთ-ერთ მხლებელთან, რომელიც საგანგებოდ უძილობის შემთხვე-ვისათვის ჰყავდა და რომელსაც ღამის მეეტლესავით დღე ეძინა. ჩაის შემ-დეგ გავრილა რომ ეახლა ქალბატონს, პირველი კითხვა იყო, როგორ მიდის ჩვენი ქორწილის საქმეო. სახლთუხუცესმა, რა თქმა უნდა, უპასუხა, მეტი რომ არ შეიძლება, ისე კარგადო და კაპიტონი დღესვე გეახლებათ სააჯოდო. ქალბატონი შეუძლოდ იყო: საქმეები მალე მოითავა. სახლთუხუცესი თავის ოთახში დაბრუნდა და სათათბიროდ ხალხი შეკრიბა. საქმე საგანგებო ბჭო-ბას მოითხოვდა. ტატიანა, რა თქმა უნდა, ხმას არ იღებდა: კაპიტონი კი სა-ჯაროდ აცხადებდა, რომ მას ერთი თავი აქვს და არა ორი ან სამი... გერასიმე პირქუშად და სწრაფად ავლებდა ყველას თვალს, საქალებოს კარებს არ შორდებოდა, თითქოს ხვდებოდა, რომ რაღაც უბედურებას უმზადებდნენ. მოთათბირეთა შორის იყო ბებერი მებუფეტე, მეტსახელად ძია კუდი, რო-მელსაც ყველა მორიდებით სთხოვდა ხოლმე რჩევას, მიუხედავად იმისა, რომ მისგან მარტო ეს ესმოდათ: აი ასეა ეს, დიახ, დიახ, დიახ. პირველ ყოვ-ლისა, უშიშრად რომ ყოფილიყვნენ, ყოველი შემთხვევისთვის კაპიტონი წყლის საწმენდი მანქანის ოთახში ჩაკეტეს, მერე მაგარ საფიქრალს მიეცნენ. რა თქმა უნდა, ძალის გამოყენება ადვილი იყო, მაგრამ, ღმერთმა დაიფაროს, ატყდებოდა ხმაური, ქალბატონი შეწუხდებოდა _ მტრისას! რა ექნათ? იფიქ-რეს, იფიქრეს და ბოლოს მოიფიქრეს. ყველას შემჩნეული ჰქონდა, რომ გე-რასიმე ვერ იტანდა მთვრალებს... ზოგჯერ იჯდა ჭიშკართან, დაინახავდა ქუდმოღრეცილ, ბარბაცით მომავალ ნაყლაპ ვინმეს და იმწამსვე აღშფოთე-ბული შეაქცევდა ზურგს. გადაწყვიტეს, ესწავლებინათ ტატიანასთვის თავი მოემთვრალებინა და გერასიმეს წინ ბარბაცით ჩაევლო. საბრალო გოგო დიდხანს მტკიცე უარზე იყო, მაგრამ ბოლოს დაითანხმეს, მისთვისაც ცხა-დი იყო, რომ სხვაგვარად თავს ვერ დაიხსნიდა მოტრფიალისაგან. ტატიანა წავიდა. კაპიტონი გამოუშვეს სამანქანოდან: რაც არ უნდა ყოფილიყო, საქმე მას ეხებოდა. გერასიმე იჯდა ჭიშკართან ჯირკზე და ნიჩბით მიწას ჩიჩქნი-და.... ყოველი კუთხიდან ფარდებს ამოფარებულნი უთვალთვალებდნენ მე-ეზოვეს მოჯალაბენი.
ეშმაკობამ დიდებულად გაჭრა. ტატიანა რომ დაინახა, ჯერ ჩვეულები-სამებრ ალერსიანი ზმუილით დაუქნია თავი, მერე დააკვირდა, ნიჩაბი ხე-ლიდან გაუვარდა, წამოხტა, მიუახლოვდა, სახეში ჩახედა... გოგო შიშისაგან უარესად დაბარბაცდა და თვალები დახუჭა... გერასიმემ ხელი ხელში ჩაავ-ლო, მთელი ეზო გაარბენინა, შეიყვანა იმ ოთახში, სადაც მოთათბირენი ის-ხდნენ და ზედ მიუგდო კაპიტონს. ტატიანას სუნთქვა შეეკრა... გერასიმე შედგა, ერთი შეხედა გოგოს, მერე ხელი ჩაიქნია, ჩაიცინა და მძიმე ნაბიჯით გასწია თავისი სენაკისაკენ... მთელი დღე არ გამოსულა გარეთ. ფორეიტორი ანტიპკა ყვებოდა მერე, ჭუჭრუტანაში დავინახე, როგორ იჯდა გერასიმე სა-წოლზე ლოყაზე ხელმიდებული და ხმადაბლა, გაბმულად მღეროდაო, თან დროდადრო დაიზმუვლებდა, ირწეოდა, თვალებს ხუჭავდა და უცებ თავს გაიქნევდა ხოლმე ისე, მეეტლეებმა ან ბურლაკებმა რომ იციანო თავისი გულსაკლავი სიმღერის დროს. შეძრწუნებული ანტიპკა მოშორდა ჭუჭრუ-ტანას. მეორე დღეს სენაკიდან გამოსულ გერასიმეს არაფერი ცვლილება არ ეტყობოდა. ეს იყო, რომ თითქოს კიდევ უფრო პირქუში გახდა, ტატიანას და კაპიტონს კი არავითარ ყურადღებას აღარ აქცევდა. იმავე საღამოს იღ-ლიაში თითო ბატამოჩრილი დანიშნულები ქალბატონს ეახლნენ და ერთი კვირის შემდეგ კიდეც დაქორწინდნენ. ქორწილის დღესაც კი არაფერში დასტყობია გერასიმეს ცვლილება; მხოლოდ ის იყო, რომ მდინარიდან უწ-ყლოდ დაბრუნდა: გზაზე რაღაცნაირად კასრი გაუტყდა; ღამე კი საჯინიბო-ში ისე გულმოდგინედ წმენდდა და ვარცხნიდა თავის ცხენს, რომ პირუტ-ყვი მისი რკინის ტორებს ქვეშ ბალახის ღეროსავით ქანაობდა და წამდაუ-წუმ ფეხს იცვლიდა.
ეს ყველაფერი გაზაფხულზე მოხდა. გავიდა კიდევ ერთი წელი. ამასო-ბაში კაპიტონი საბოლოოდ გალოთდა და როგორც ყოვლად უვარგისი ადა-მიანი, თავის ცოლთან ერთად აღალს გააყოლეს შორეულ სოფელში. წას-ვლის დღეს ჯერ თითქოს ნირს არ იცვლიდა და ყველას არწმუნებდა, სადაც არ უნდა გამაგზავნონ, თუნდაც იქ, სადაც ქალები პერანგებს რეცხავენ და ტაბუცს ცაზე შემოდებენ, მაინც არ დავიღუპებიო; მაგრამ შემდეგ ვაჟკაცო-ბამ უღალატა, წუწუნი დაიწყო, გაუნათლებელ ხალხთან მაგზავნიანო, და ბოლოს ისე მოეშვა, რომ საკუთარი ქუდიც კი ვეღარ დაიხურა თავზე; ვიღაც გულმოწყალემ შუბლზე ჩამოუწია, წინაფრა გაუსწორა და ზემოდანაც ხელი დაჰკრა. როცა ყველაფერი მზად იყო, გლეხებს უკვე ხელთ ეპყრათ აღვირე-ბი და იმასღა ელოდნენ, რომ ეთქვათ, გზა მშვიდობისაო, გერასიმე გამოვი-და თავისი სენაკიდან, მიუახლოვდა ტატიანას და სახსოვრად ერთი წლის წინ მისთვის ნაყიდი ბამბის წითელი თავსაფარი გადასცა. ტატიანას, აქამდე უდიდესი გულგრილობით რომ იტანდა თავისი ცხოვრების ყველა განსაც-დელს, ახლა კი უმტყუნა სიმტკიცემ, ცრემლი მოერია და ფორანზე დაჯდო-მის წინ ქრისტიანულად სამჯერ გადაკოცნა გერასიმე. მუნჯს უნდოდა ქა-ლაქის ბოლომდე გაეცილებინა ტატიანა და ერთხანს გვერდით მისდევდა მის ფორანს, მაგრამ ყირიმის ფონთან უცბად შეჩერდა, ხელი ჩაიქნია და მდინარის ნაპირს გაჰყვა.
საღამოვდებოდა. გერასიმე ნელა მოდიოდა, თან წყალს უცქეროდა. უცებ მოეჩვენა, რომ ზედ ნაპირთან ლამში რაღაც ფართხალებდა. დაიხარა
და პატარა ლეკვი დაინახა, თეთრი, შავ-შავი ხალებით... ლეკვი ვერაფრით ვერ ამოსულიყო წყლიდან, წვალობდა, ნაპირს ეხლებოდა, მერე დაცურდე-ბოდა, პაწია სველი და გამხდარი სხეული უთრთოდა. გერასიმემ დახედა საბრალოს, ცალი ხელით აიტაცა, ჩაისვა უბეში და დიდი ნაბიჯებით გასწია სახლისკენ. თავის სენაკში რომ მივიდა, გადარჩენილი ლეკვი საწოლზე და-აწვინა და თავისი მძიმე არმიაკი წააფარა, მერე საჯინიბოში შეირბინა ბზის-თვის, სამზარეულოდან კი ერთი ფინჯანი რძე მოიტანა. არმიაკი გადასწია, ბზე გადაშალა და რძე ლოგინზე დადგა. საწყალი ლეკვი ჯერ სამიოდე კვი-რისა იყო: თვალები ახალგახელილი ჰქონდა; ცალი თვალი მეორეზე ცოტა-თი დიდი მოუჩანდა; ფინჯნიდან დალევა ჯერ არ იცოდა, თვალებს ჭუტავ-და და ცახცახებდა მხოლოდ. გერასიმემ ორი თითი დაადო თავზე და დრუნჩი რძეზე დაადებინა. ლეკვმა უცებ ხარბად დაიწყო სვლეპა, ფრუტუ-ნით, ცახცახით, სულმოუთქმელად. უყურა, უყურა გერასიმემ და აუტყდა სიცილი... მთელი ღამე თავს დასტრიალებდა, აწვენდა, ამშრალებდა, ბო-ლოს მის გვერდით დაეძინა რაღაც ბედნიერი, მშვიდი ძილით.
არც ერთი დედა არ უვლის ისე პირმშოს, როგორც გერასიმე უვლიდა თავის პაწიას. ლეკვი ძუკნა გამოდა. პირველ ხანებში ძალზე სუსტი, გაწრი-პული და ულამაზო ჩანდა, მაგრამ თანდათან მომჯობინდა, გაკეთდა და ერ-თი რვა თვის შემდეგ, თავისი მხსნელის დაუზარელი ზრუნვის წყალობით ესპანური ჯიშის მშვენიერი ძაღლი დადგა, გრძელი ყურები ჰქონდა, აპრე-ხილი ფუმფულა კუდი, გამომეტყველი დიდი თვალები. მთელი არსებით შეიყვარა გერასიმე, ნაბიჯზე არ სცილდებოდა. ყველგან თან დასდევდა კუ-დის ქიცინით. სახელიც კი მოუნახა გერასიმემ _ მუნჯებმა იციან, რომ მათი ზმუილი სხვების ყურადღებას იქცევს და მუმუ დაარქვა. მთელ სახლს შე-უყვარდა, მუმუნიას ეძახდნენ. ძალზე ჭკვიანი ძაღლი იყო, ყველას ეთამაშე-ბოდა. მაგრამ სიყვარულით მხოლოდ გერასიმე უყვარდა. გერასიმესაც თავ-დავიწყებით უყვარდა... ის კი არ სიამოვნებდა, სხვები რომ ეფერებოდნენ: ეშინოდა, არაფერს მოწიონო, ეჭვიანობდა თუ როგორ იყო, ღმერთმა უწყის! დილით მუმუ კალთაზე მოსწევდა და ისე აღვიძებდა ხოლმე თავის პატ-რონს, მერე აღვირით მოიყვანდა წყლის მზიდავ ბებერ ცხენს, რომლის დი-დი მეგობარიც იყო, და დარბაისლური გამომეტყველებით მიჰყვებოდა ხოლმე გერასიმეს მდინარეზე. იგი ფხიზლად დარაჯობდა მუნჯის ცოც-ხებს, ნიჩბებს, მის სენაკს არავის აკარებდა. გერასიმემ საგანგებოდ მუმუს-თვის კარში საძრომი გამოჭრა; ძაღლი თითქოს გრძნობდა, რომ მხოლოდ გერასიმეს სენაკში იყო იგი სრულუფლებიანი ბატონ-პატრონი და შესვლის-თანავე კმაყოფილი გამომეტყველებით შეხტებოდა ხოლმე საწოლზე. ღამე საერთოდ არ ეძინა, მაგრამ უთავბოლოდ კი არ ყეფდა ზოგიერთი სულელი ეზოს ძაღლივით, უკანა ფეხებზე დაყუნცული, დრუნჩაწეული და თვალდა-ხუჭული რომ შეჰყეფს ვარსკვლავებს, ისე, გასართობად და აუცილებლად სამჯერ ზედიზედ _ არა! მუმუს წკრიალა ხმას ვერასდროს გაიგონებდით ტყუილ-უბრალოდ: ან ვინმე უცხო მიუახლოვდებოდა ღობეს, ან სადმე სა-ეჭვო ხმაური, ან ფაჩუნი ატყდებოდა... ერთი სიტყვით, ჩინებული გუშაგი იყო. ეზოში მის გარდა კიდევ იყო ერთი ლეგაწინწკლებიანი ყვითელი ბებე-რი ქოფაკი, სახელად ვოლჩოკი, მაგრამ ის დღე და ღამე ჯაჭვით იყო დაბმუ-
ლი და სიბერისაგან დაუძლურებულს აღარც ედარდებოდა თავისუფლება _ იწვა მოკალათებული თავის ჯიხურში და ხანდახან თუ წამოიყეფებდა თითქმის უხმოდ, ხავილით და მაშინვე დადუმდებოდა, თითქოს გრძნობ-და, რომ ამას არაფერი სარგებლობის მოტანა არ შეეძლო. ბატონის სახლში მუმუ არ შედიოდა. გერასიმეს შეშა შეჰქონდა ოთახებში, ძაღლი ყურებდაც-ქვეტილი ელოდებოდა გარეთ, კართან, და ხან მარჯვნივ მოატრიალებდა თავს და ხან უცებ _ მარცხნივ, თუ რამე გაიფაჩუნებდა კარს უკან...
ასე გაიარა კიდევ ერთმა წელიწადმა. გერასიმე განაგრძობდა მეეზოვის საქმიანობას და ძალიან კმაყოფილიც იყო თავისი ბედით, რომ ერთი მოუ-ლოდნელი ამბავი არ მომხდარიყო. ერთ მშვენიერ ზაფხულის დღეს ქალბა-ტონი თავის შიმუნვარებთან ერთად სასტუმრო ოთახში დასეირნობდა. კარგ გუნებაზე იყო, იცინოდა და ხუმრობდა; შიმუნვარებიც იცინოდნენ და ხუმრობდნენ, მაგრამ რაიმე განსაკუთრებულ სიხარულს ისინი ვერ გრძნობ-დნენ: სახლში მაინცდამაინც არ უყვარდათ, როცა ქალბატონი მხიარულ გუ-ნებაზე იყო, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ყველასგან დაუყოვნებლივ და სრულ თანაგრძნობას მოითხოვდა და ბრაზობდა, თუ ვინმეს სიამოვნებისაგან სახე არ უბრწყინავდა, მეორე კიდევ ის იყო, რომ ეს უეცარი ხალისი, მალე უქრე-ბოდა და ჩვეულებრივ მოჟამული, მჟავე განწყობილებით შეეცვლებოდა ხოლმე. იმ დღეს რაღაც ბედნიერ ფეხზე ადგა; ქაღალდში ოთხი ვალეტი ამოუვიდა: სურვილების შესრულება (ყოველ დილით მკითხაობდა). ჩაიც განსაკუთრებით გემრიელი ეჩვენა, რისთვისაც პირისფარეშმა სიტყვიერი ქება და ფულად ორი შაური დაიმსახურა. დაპრანჭულ ტუჩებზე ტკბილი ღიმილით სასტუმრო ოთახში მოსეირნე ქალბატონი ფანჯარასთან მივიდა. ფანჯრის წინ ყვავილნარი იყო და სწორედ შუა კლუმბზე ვარდის ბუჩქის ქვეშ მუმუ შემძვრალიყო და გულმოდგინედ ღრღნიდა ძვალს. ქალბატონმა დაინახა ძაღლი.
_ ღმერთო ჩემო! _ წამოიძახა უცბად მან. _ ეს რა ძაღლია?
საწყალი შიმუნვარი, რომელსაც ქალბატონი შეეკითხა, აფორიაქდა იმ შემაღონებელი ფორიაქით, რომელიც სხვისი ხელის შემყურე ადამიანს დაე-უფლება ხოლმე, როცა ჯერ კიდევ კარგად ვერ გარკვეულა, რას მოასწავებს პატრონის შენიშვნა.
_ ა... არ ვიცი, ქალბატონო, _ ჩაიბუტბუტა მან, _ მგონი მუნჯისაა.
_ ღმერთო ჩემო! _ შეაწყვეტინა ქალბატონმა, _ ეს ხომ მშვენიერი ძაღ-ლია! უბრძანეთ მოიყვანონ. დიდი ხანია ჰყავს? როგორ მოხდა, რომ აქამდე ვერ დავინახე?... უბრძანეთ შემოიყვანონ.
შიმუნვარი მაშინვე დერეფანში გავარდა.
_ ბიჭო, ბიჭო! _ დაიძახა მან, _ საჩქაროდ მოიყვანეთ მუმუ! ყვავილებ-შია.
_ მუმუ რქმევია, _ თქვა ქალბატონმა, _ ძალიან კარგი სახელია.
_ ახ, ძალიან, _ კვერი დაუკრა შიმუნვარმა, _ ჩქარა, სტეფანე!
სტეფანე, ზორბა ბიჭი, ლაქიის თანამდებობა რომ ეკავა, კისრისტეხით გავარდა ყვავილნარისკენ და მუმუს დაჭერა მოინდომა, მაგრამ ძაღლი მარ-ჯვედ დაუსხლტა ხელიდან და კუდაბზეკილმა მოკურცხლა გერასიმესკენ, რომელიც ამ დროს სამზარეულოსთან კასრს წმენდდა, ფხეკდა და საბავშვო
დოლივით ათამაშებდა ხელში. სტეფანე ფეხდაფეხ მიჰყვა ძაღლს და პატ-რონის ფეხებთან დააპირა მისი დაჭერა, მაგრამ მარდი ძაღლი უცხოს არ ნებდებოდა, ხტოდა და სხმარტალებდა. გერასიმე გაღიმებული უყურებდა ამ ძიძგილაობას; ბოლოს სტეფანე იმდეგადაწყვეტილი წამოდგა და საჩქა-როდ აუხსნა გერასიმეს ნიშნებით, ქალბატონი შენს ძაღლს თავისთან ით-ხოვსო. გერასიმეს ცოტა არ იყოს, გაუკვირდა, მაგრამ მუმუ მოიხმო, ხელში აიყვანა და სტეფანეს გადასცა. სტეფანემ იგი სასტუმროში მიიყვანა და პარ-კეტზე დააყენა. ქალბატონმა ძაღლი ალერსიანი ხმით მოიხმო. მუმუს თავის დღეში არ ენახა ასეთი დიდებული ოთახები, ძალიან შეშინდა და კარისკენ გაიქცა, მაგრამ ერთგულმა მსახურმა სტეფანემ ხელი ჰკრა და აცახცახებუ-ლი ძაღლი კედელს მიეკრა.
_ მუმუ, მუმუ, მოდი ჩემთან, მოდი ქალბატონთან, _ უყვავებდა ქალბა-ტონი, _ მოდი, შე სულელო... ნუ გეშინია...
_ მიდი, მიდი, მუმუ, ქალბატონთან, - იძახოდნენ შიმუნვარები, _ მიდი.
მაგრამ მუმუ გულშეღონებული იყურებოდა ირგვლივ და ადგილიდან არ იძროდა.
_ მოუტანეთ რამე საჭმელი, _ თქვა ქალბატონმა. _ რა სულელია, ქალბა-ტონთან არ მიდის, რისი ეშინია?
_ ჯერ არ არის მიჩვეული, _ წარმოთქვა გაუბედავი, დაშაქრული ხმით ერთ-ერთმა შიმუნვარმა.
სტეფანემ ლამბაქით რძე მოიტანა და მუმუს წინ დაუდგა. მაგრამ მუმუმ არც კი დასუნა, ისევ ისე თრთოდა და თვალებს აცეცებდა.
_ ახ, რანაირი ხარ! _ თქვა ქალბატონმა, მიუახლოვდა და ხელის გადასმა მოუნდომა, მაგრამ შეშინებულმა მუმუმ თავი მოაბრუნა და კბილები დაკ-რიჭა. ქალბატონმა მარდად გასწია ხელი.
წუთით ყველა დადუმდა. მუმუმ ოდნავ დაიწკმუვლა, თითქოს თავს იმართლებდა, ბოდიშობდა... ქალბატონი გვერდზე გადგა და მოიღუშა. ძაღ-ლის მოულოდნელმა მოძრაობამ შეაშინა იგი.
_ ოხ! _ ერთხმად შეჰყვირეს შიმუნვარებმა, _ ხომ არ გიკბინათ, ღმერთო დაგვიფარე! (მუმუს თავის ცხოვრებაში არავისთვის უკბენია) ოხ, ოხ!
_ გაიყვანეთ გარეთ, _ შეცვლილი ხმით ბრძანა მუხუცმა, _ საძაგელი ძაღლი! როგორი ავია!
მერე ნელა შემობრუნდა და თავისი კაბინეტისკენ გაემართა. შიმუნვა-რებმა კრძალვით გადახედეს ერთმანეთს და გაყოლა დააპირეს, მაგრამ მო-ხუცი შეჩერდა, ცივად შეავლო თვალი მათ და უთხრა: «ვითომ რათაო? მე ხომ არ მითხოვია?» _ და გავიდა.
გამწარებულმა შიმუნვარებმა სტეფანეს ანიშნეს და იმანაც სასწრაფოდ სტაცა ხელი მუმუს და გარეთ გასვა, პირდაპირ გერასიმეს მიუგდო ფეხებში. ნახევარი საათის შემდეგ სახლში ღრმა სიჩუმე სუფევდა და მოხუცი ქალბა-ტონი სეტყვის ღრუბელზე უფრო მოღუშული იჯდა თავის დივანზე.
წარმოიდგინეთ, ზოგჯერ რა უმნიშვნელო რამე წაუხდენს ხოლმე ადა-მიანს გუნებას!
ქალბატონი საღამომდე უგუნებოდ იყო, ხმას არავის სცემდა, კარტს არ თამაშობდა და ღამეც ცუდად გაატარა. მოეჩვენა, რომ სულ სხვა ოდეკოლო-
ნი მიართვეს, რომ ბალიშს საპნის სუნი ასდიოდა, მეთეთრეულეს მთელი თეთრეული დაასუნინა _ ერთი სიტყვით, შფოთავდა და ჭირვეულობდა. მეორე დილით ბრძანა გავრილა ერთი საათით ადრე გამოეძახათ.
_ მითხარი, გეთაყვა, _ დაიწყო მან, როგორც კი შეშფოთებისაგან მობუტ-ბუტე სახლთუხუცესმა ფეხი შემოდგა კაბინეტში. _ ეს რა ძაღლი ყეფდა მთელი ღამე ჩვენს ეზოში? არ დამაძინა!
_ ძაღლი, ქალბატონო... რომელი... იქნებ, მუნჯის ძაღლი იყო, ქალბატო-ნო, _ წარმოთქვა გავრილამ არცთუ ისე მტკიცედ.
_ არ ვიცი, მუნჯის იყო თუ არა, არ დამაძინა კია და. მე მიკვირს, რა სა-ჭიროა ამდენი ძაღლი. მიბრძანეთ ერთი, ხომ გვყავს ეზოს ძაღლი?
_ რა თქმა უნდა, ქალბატონო, გვყავს, ვოლჩოკი.
_ მაშ, რაღა ამბავია, სხვა ძაღლი რაღად გვინდა? წესრიგის მოშლა შეგიძ-ლიათ მხოლოდ. უფროსი აღარ არის სახლში და ეს არის. ან მუნჯს რაღად უნდა ძაღლი? ვინ მისცა ჩემს ეზოში ძაღლების ყოლის უფლება? გუშინ მი-ვედი ფანჯარასთან და ვხედავ, ძაღლი წამოწოლილა ყვავილნარში, რაღაც საზიზღრობა მოუთრევია და ღრღნის _ მე კი იქ ვარდები მიდგას...
ქალბატონი გაჩუმდა.
_ დღესვე აქ აღარ დავინახო... გესმის?
_ მესმის, ქალბატონო.
_ დღესვე. ახლა წადი. მოსახსენებლად მერე გამოგიძახებ.
გავრილა გამოვიდა.
სასტუმროში გზადაგზა წესრიგისათვის ხელის ზარი ერთი მაგიდიდან მეორეზე გადადო, დარბაზში მალულად მოიხოცა თავისი იხვის ნისკარტი-ვით ცხვირი და დერეფანში გამოვიდა. დერეფანში ტახტზე სტეფანეს ეძინა, ბატალურ სურათებზე რომ მოკლულ მებრძოლს ხატავდნენ, იმ პოზაში, შიშველი ფეხი საბნის მაგივრად გადაფარებული სერთუკის ქვეშიდან გაეწ-ვართა. სახლთუხუცესმა გააღვიძა ლაქია და დაბალ ხმაზე რაღაც ბრძანება გადასცა, სტეფანე ნახევრად ამთქნარებდა, ნახევრად იცინოდა. ისე პასუ-ხობდა. სახლთუხუცესი წავიდა, სტეფანე კი წამოხტა. გადაიცვა ხიფთანი, ჩექმებში ფეხი ჩაყო, გარეთ გამოვიდა და კართან გაჩერდა. ხუთი წუთი არ გასულა, რომ გერასიმე გამოჩნდა, ზურგზე შეშის უზარმაზარი გუდურა მო-ეგდო, განუყრელი მუმუც თან ახლდა (ქალბატონის განკარგულებით სა-წოლ ოთახს და სასტუმროს ზაფხულშიც ათბობდნენ). გერასიმე გვერდუ-ლად დადგა კარის წინ, მხარი ჰკრა და თავის ტვირთიანად სახლში შევიდა. მუმუ ჩვეულებისამებრ გარეთ დაელოდა პატრონს. სტეფანემ შეარჩია წამი და მოულოდნელად, როგორც ქორი წიწილას, ისე დააცხრა ძაღლს, მკერ-დით მიწას მიაკრა. ხელი მოხვია და კარტუზიც კი არ დაუხურავს, ისე გაარ-ბენინა ეზოდან. ჩაჯდა პირველივე ეტლში და ოხოტნი რიადისკენ გაეშურა. იქ მალე იშოვა მუშტარი. ათ შაურად დაუთმო იმ პირობით, რომ ერთ კვი-რას მაინც ჰყოლოდა დაბმული, და მაშინვე გამობრუნდა, მაგრამ სახლამდე არ მისულა. ეტლიდან ჩამოვიდა, ეზოს უკანა შესახვევიდან შემოუარა და ღობეზე გადახტა: ჭიშკარში შესვლის შეეშინდა, გერასიმეს არ შევეფეთოო.
თუმცა ტყუილად წუხდა: გერასიმე უკვე შინ აღარ იყო. სახლიდან გამო-ვიდა თუ არა, მაშინვე მუმუს დაუწყო ძებნა. არ ყოფილა შემთხვევა ძაღლი
არ დალოდებოდეს მის გამოსვლას, ყველგან მოირბინა. ეძებდა, ეძახდა თა-ვისებურად... შევარდა თავის სენაკში, საბძელში, ქუჩაში გამოვიდა _ აქეთ ეცა _ იქით ეცა, მაგრამ, ამაოდ... დაიკარგა! ხალხს აჩერებდა, განწირულის გამომეტყველებით ანიშნებდა, ეკითხებოდა ძაღლის შესახებ, მიწიდან ნახე-ვარ არშინზე უთითებდა, თან ხელებით ხატავდა... ზოგმა მართლაც არ იცო-და, რა იქნა მუმუ და მხოლოდ თავს უქნევდნენ. სხვებმა იცოდნენ და პასუ-ხად პირში უცინოდნენ, სახლთუხუცესმა კი განსაკუთრებით სერიოზული გამომეტყველება მიიღო და მეეტლეს დაუწყო ყვირილი. მაშინ გერასიმე ქა-ლაქში გავარდა.
უკვე ბინდდებოდა, გერასიმე რომ დაბრუნდა. ისეთი დაქანცული სახე ჰქონდა, ისე ლასლასით მოდიოდა და ტანსაცმელიც ისე დაფარვოდა მტვრით, რომ ეტყობოდა, ნახევარი მოსკოვის შემორბენა მოესწრო. ბატონე-ბის ფანჯრების პირდაპირ შეჩერდა, თვალი შეავლო შესასვლელის წინ თავ-შეყრილ შვიდიოდე შინაყმას, შებრუნდა და კიდევ ერთხელ დაიზმუვლა: «მუმუ!» მაგრამ მუმუ არსად ჩანდა. გერასიმე გაეცალა იქაურობას. ყველამ თვალი გააყოლა, მაგრამ არავის გაღიმებია, არც არაფერი უთქვამთ... ცნო-ბისმოყვარე ფორეიტორი ანტიპკა კი მეორე დილას სამზარულოში ყვებოდა, მუნჯი მთელი ღამე ოხრავდაო.
მეორე დღეს გერასიმე არ გამოჩენილა. ასე რომ, მის მაგივრად წყალზე მეეტლე პოტაპი უნდა წასულიყო, ამით პოტაპი უკმაყოფილო დარჩა. ქალ-ბატონმა ჰკითხა გავრილას, შესრულებულია თუ არა ჩემი ბრძანებაო. გავ-რილამ უპასუხა, შესრულებულიაო. მეორე დილით გერასიმე თავისი სენა-კიდან სამუშაოდ გამოვიდა. სადილად დაჯდა, შეჭამა და ისევ წავიდა. არა-ვის მისალმებია: ყველა ყრუ-მუნჯის კვალობაზე ისედაც უსიცოცხლო მისი სახე თითქოს გაქვავებულიყო. ნასადილევს ისევ გავიდა ეზოდან. მაგრამ ცოტა ხნით. დაბრუნდა და მაშინვე საბძელს მიაშურა. დაღამდა, მთვარიანი, მოწმენდილი ღამე იყო. გერასიმე იწვა, მძიმედ ოხრავდა და განუწყვეტლივ ტრიალებდა. უცებ იგრძნო, თითქოს კალთაზე მოსწია ვიღაცამ; ლამის გუ-ლი ამოუვარდა საგულედან. მაგრამ თავი არ აუწევია, თვალებიც კი დახუ-ჭა: აი, ახლა კიდევ უფრო მაგრად მოსწია; გერასიმე წამოხტა... მის წინ ყელ-ზე საბლის ნაწყვეტიანი მუმუ დახტოდა. სიხარულის გრძელმა ყვირილმა ამოხეთქა მუნჯის დადუმებული მკერდიდან; მუმუ ხელში აიტაცა და გულ-ში მაგრად ჩაიხუტა; ძაღლმა ერთ წამში დაულოკა პატრონს ცხვირი, თვა-ლები, წვერ-ულვაში... გერასიმე ცოტა ხანს იდგა დაფიქრებული, მერე ფრთხილად ჩამოვიდა სათივედან, მიიხედ-მოიხედა და როცა დარწმუნდა, რომ არავინ დაინახავდა, მშვიდობით შევიდა თავის ოთახში. გერასიმე ად-რევე მიხვდა, რომ ძაღლი თავისით არ დაკარგულა, რომ ალბათ ქალბატო-ნის ბრძანებით წაიყვანეს სადმე. შინაყმებმა აუხსნეს ნიშნებით, როგორ და-უღრინა მისმა მუმუმ ქალბატონს. მუნჯმა გადაწყვიტა, ზომები მიეღო. მუ-მუს პური აჭამა, მიუალერსა, დააწვინა და ფიქრებს მიეცა, მთელი ღამე ფიქ-რობდა, როგორ დაემალა იგი რაც შეიძლება საიმედოდ. ბოლოს გადაწყვი-ტა, მთელი დღე სენაკში ჰქოლოდა, მხოლოდ ხანდახან დაეხედა და ღამე გა-ესეირნებინა. საძრომი კარში თავისი ძველი არმიაკით მაგრად დაგმანა და ირიჟრაჟა თუ არა, უკვე კარში იყო, ვითომ აქაც არაფერიაო, სახეზე ისევ ის
უხალისობაც კი შეინარჩუნა (გულუბრყვილო ეშმაკობა!). საწყალ ყრუს აზ-რადაც არ მოსვლია, რომ მუმუ წკმუტუნით გასცემდა თავის თავს: მარ-თლაც, მალე მთელმა სახლმა იცოდა, რომ მუნჯის ძაღლი დაბრუნდა და ჩა-კეტილში უზის გერასიმეს, მაგრამ ძაღლი ეცოდებოდათ თუ მისი პატრონი, ნაწილობრივ ალბათ გერასიმეს შიშითაც, არ უმხელდნენ, რომ იცოდნენ მი-სი საიდუმლო. მარტო სახლთუხუცესმა მოიქექა თავი, მაგრამ ბოლოს იმა-ნაც ხელი ჩაიქნია. «ჯანდაბას მაგის თავი! იქნებ ქალბატონმა ვერც შეიტ-ყოს!» სამაგიეროდ არასოდეს მუნჯს ისე გულით არ უმუშავია, როგორც იმ დღეს: ეზო გამოგავა და გამოწმინდა, მთელი ბალახი სათითაოდ დათხარა, საკუთარი ხელით ამოაძრო ყვავილნარის ღობის სარები, შეამოწმა, მაგრები თუაო და შემდეგ თვითონვე ჩაასო. ერთი სიტყვით, ისე ცდილობდა, ისე ტრიალებდა, რომ ქალბატონმაც კი მიაქცია ყურადღება მის გულმოდგინე-ბას. დღის განმავლობაში გერასიმემ ერთი-ორჯერ მალულად მიაკითხა თა-ვის ტყვეს; როცა დაღამდა, მასთან ერთად დაწვა სენაკში და არა სათივეში და ღამის ორი საათი რომ დაიწყო, ძაღლთან ერთად სასეირნოდ გამოვიდა სუფთა ჰაერზე. დიდხანს ისეირნეს ეზოში და უკვე შინ დაბრუნებას აპირებ-დნენ, რომ ღობის გადაღმა, შესახვევის მხრიდან რაღაც ფაჩუნი გაისმა. მუ-მუმ ყურები ცქვიტა, დაიღრინა, ღობესთან მივიდა, დასუნა და მჭახე ხმით ხმამაღლა ყეფა გააბა. იქ ვიღაც მთვრალი მოკალათებულიყო და ეძინა. სწო-რედ ამ დროს ქალბატონი ის-ის იყო იძინებდა ხანგრძლივი «ნერვიული ღელვის» შემდეგ: ეს ღელვა მას ყოველთვის ძალზე ნაყიერი ვახშმის შემდეგ ემართებოდა. მოულოდნელმა ყეფამ გააღვიძა ქალბატონი; გული აუძგერდა და წამით გაუჩერდა. «გოგოებო, გოგოებო! _ დაიკვნესა მან. _ გოგოებო!» და-ფეთებული გოგოები საწოლ ოთახში შეცვივდნენ. «ოხ, ოხ, ვკვდები! _ თქვა მან და უსასოოდ გაშალა ხელები. _ ისევ, ისევ ის ძაღლი!.. ოხ, ექიმს გამოუ-ძახეთ, მაგათ ჩემი მოკვლა უნდათ... ძაღლი, ისევ ძაღლი! ოხ!» _ და თავი გა-დააგდო, რაც გულის წასვლას გამოხატავდა. გავარდნენ ექიმის, ესე იგი ში-ნაური მკურნალის, ხარიტონის დასაძახებლად. ამ მკურნალის მთელი ხე-ლოვნება ის იყო, რომ რბილ ლანჩიან ჩექმებს ატარებდა, დელიკატურად იცოდა პულსის გასინჯვა და ეძინა დღე-ღამეში თოთხმეტი საათი, დანარ-ჩენ დროს განუწყვეტლივ ოხრავდა და წამდაუწუმ წყავის წვეთებს აწვდიდა ქალბატონს. მკურნალი მაშინვე მოვიდა და ბუმბულის ნატუსალი დააკმია. ქალბატონმა თვალი რომ გაახილა, დაუყოვნებლივ მიართვა ვერცხლის ლანგარზე დადგმული სანეტარო წვეთებიანი სირჩა. ქალბატონმა დალია. მაგრამ მაშინვე ცრემლნარევი ხმით ისევ დაიწყო ჩივილი ძაღლზე, გავრი-ლაზე, თავის ხვედრზე, იმაზე, რომ, ყველამ მოიძულა საწყალი მოხუცი ქა-ლი, რომ არავის ეცოდება, რომ ყველა მის სიკვდილს ნატრობს. მუმუ კი ყეფდა და ყეფდა. გერასიმე ამაოდ ცდილობდა მოეშორებინა ღობისთვის. «აი... აი... ისევ...» _ დაიკვნესა ქალბატონმა და ისევ გადაატრიალა თვალები. მკურნალმა გოგოს რაღაც წასჩურჩულა, გოგო დერეფანში გავარდა და სტე-ფანე გააღვიძა, სტეფანე გავრილას გასაღვიძებლად გაიქცა. გავრილამ კი ცხელ გულზე მთელი სახლი ფეხზე დააყენა.
გერასიმემ მოიხედა, დაინახა სინათლე და ჩრდილები ფანჯრებში და გულმა ავად დაუწყო ძგერა; მუმუს ხელი წაავლო, ამოიდო იღლიაში, შე-
ვარდა სენაკში და ჩაიკეტა. წუთიც და ხუთი კაცი მიეჯაჯგურა მის კარს, მაგრამ მიხვდნენ, რომ ურდულით იყო ჩაკეტილი და შეჩერდნენ. გავრილამ საშინლად აღელვებულმა მოირბინა, ბრძანა ყველანი აქ დარჩენილიყვნენ დილამდე და ედარაჯათ, მერე თვითონ საქალებოში შევარდა და უფროს მხლებელს ლიუბოვ ლიუბიმოვნას, ერთად რომ იპარავდნენ და ანგარიშობ-დნენ ჩაის, შაქარს და სხვა საბაყლო საქონელს, დაავალა მოეხსენებინა ქალ-ბატონისთვის, რომ, სამწუხაროდ, ძაღლი ისევ მობრუნდა საიდანღაც, მაგ-რამ ხვალ უკვე ცოცხალი აღარ იქნება; ქალბატონმა მოიღოს მოწყალება, ნუ განრისხდება და დამშვიდდეს. ქალბატონი ალბათ ასე იოლად არ დაწყნარ-დებოდა, მაგრამ მკურნალმა იმ სიჩქარეში თორმეტი წვეთის ნაცვლად ბარე ორმოცი დაუსხა: წყავმა იმოქმედა და თხუთმეტი წუთის შემდეგ მოხუცი მშვიდად განისვენებდა; გერასიმე კი იწვა გადაფითრებული თავის ლოგინ-ზე და მაგრად ჩაევლო ხელი დრუნჩში მუმუსთვის.
მეორე დილას ქალბატონმა საკმაოდ გვიან გაიღვიძა. გავრილა ელოდე-ბოდა მის გაღვიძებას, რომ გერასიმეს თავშესაფარზე გადამწყვეტი იერიშის ბრძანება გაეცა, თავად კი ჭექა-ქუხილის შესახვედრად ემზადებოდა. მაგრამ ჭექა-ქუხილი არ ამტყდარა. ლოგინში მწოლმა ქალბატონმა ბრძანა უფროსი მხლებელი გამოეძახათ.
_ ლიუბოვ ლიუბიმოვნა, _ დაიწყო მან წყნარი და სუსტი ხმით; ქალბა-ტონს ხანდახან უყვარდა ილაჯწართმეული და მიუსაფარი ტანჯულის გა-თამაშება; რაღა თქმა უნდა, ამ დროს სახლში არავინ იყო მოლხენილი. _ ლიუბოვ ლიუბიმოვნა, თქვენ ხედავთ, როგორ მდგომარეობაშიც ვარ: წა-დით, გეთაყვა, გავრილა ანდრეიჩთან, მოელაპარაკეთ: ნუთუ მისთვის რო-მელიღაც ძაღლი ქალბატონის სიმშვიდეზე, თვით მის სიცოცხლეზეც კი უფრო ძვირფასია? არ მინდა ეს დავიჯერო, _ დასძინა მან ღრმა გრძნობის გამომეტყველებით, _ წადით, გეთაყვა, ქენით სიკეთე, მიდით გავრილა ან-დრეიჩთან.
ლიუბოვ ლიუბიმოვნა გავრილას ოთახისკენ გაეშურა. არ ვიცით, რაზე ლაპარაკობდნენ ისინი, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ხალხი ჯგროდ მიემართე-ბოდა ეზოს გავლით გერასიმეს სენაკისკენ. წინ გავრილა მიუძღოდა, კარ-ტუზზე ხელი ედო, თუმცა ქარი არ იყო; მის გვერდით იყვნენ ლაქიები და მზარეულები; ფანჯრიდან ძია კუდი იყურებოდა და განკარგულებებს იძ-ლეოდა. ესე იგი ხელებს იქნევდა მხოლოდ; ბოლოში ბაღლები ხტოდნენ და იმანჭებოდნენ; ნახევარი სხვა ეზოებიდან იყო. სენაკისკენ მიმავალ ვიწრო კიბეზე დარაჯი იჯდა; კიდევ ორი კართან იდგა, ჯოხით ხელში. კიბეს აყ-ვნენ და მთელ სიგრძეზე ჩამწკრივდნენ. გავრილა კართან მივიდა, მუშტი დასცხო და დაიძახა:
_ გააღე.
გაისმა ჩახშული ყეფა, მაგრამ პასუხი არავის გაუცია.
_ გააღე გეუბნებიან! _ გაუმეორა მან.
_ გავრილა ანდრეიჩ, _ შენიშნა ქვევიდან სტეფანემ, _ ეგ ხომ ყრუა, არ ესმის.
ყველას გაეცინა.
_ მაშ, რა ვქნათ? _ იკითხა გავრილამ.
_ მაგას კარში ნახვრეტი აქვს, _ უპასუხა სტეფანემ. _ აიღეთ და ჯოხი შე-უჩუჩხურეთ.
გავრილა დაიხარა.
_ რაღაც არმიაკით დაუგმანია ის ნახვრეტი.
_ არმიაკი შიგნით შეაგდეთ.
აქ ისევ გაისმა ყრუ ყეფა.
_ შეხე, შეხე, თვითონვე ამხელს თავს. _ შენიშნეს ბრბოში და ისევ გაიცი-ნეს.
გავრილამ ყურის ძირი მოიქექა.
_ არა, ძმაო, შენ თვითონ შეტენე არმიაკი, თუ გინდა.
_ რატომაც არა, ინებეთ!
სტეფანე აძვრა ზევით, აიღო ჯოხი, შეაგდო სენაკში არმიაკი და ჯოხი ნახვრეტში შეუჩუჩხურა, თან იძახდა: «გამოდი, გამოდი!» _ ის ჯერ კიდევ ჯოხს ათამაშებდა, რომ სენაკის კარი უცბად გაიღო. მთელი გუნდი თავდა-ყირა გადმოეშვა კიბიდან. ყველაზე წინ გავრილა. ძია კუდმა ფანჯარა მიი-ხურა.
_ აბა, აბა, აბა, _ ყვიროდა გავრილა ეზოდან, _ დამაცადე, რა გიყო!
გერასიმე უძრავად იდგა ზღურბლზე. ბრბომ კიბის თავში მოიყარა თა-ვი. გერასიმე ზემოდან გადმოჰყურებდა გერმანულ ხიფთანებში გამოწყო-ბილ ამ კაცუნებს. ორივე ხელით დოინჯი შემოედგა; თავის წითელ გლეხურ პერანგში მათ შორის გოლიათივით ჩანდა. გავრილამ ნაბიჯი გადმოდგა წინ.
_ შენ, ჩემო ძმაო, ჭკვიანად იყავი, _ უთხრა მან გერასიმეს და ნიშნებით დაუწყო ახსნა, ქალბატონი დაბეჯითებით მოითხოვს შენს ძაღლსო; ახლავე მომგვარე, ახლავე მოიყვანე, თორემ ცუდად იქნება შენი საქმეო.
გერასიმემ გავრილას შეხედა, მერე ძაღლზე ანიშნა, ყელზე ხელი მოივ-ლო. თითქოს ზედ მარყუჟს ისკვნიდა, და შეკითხვის გამომხატველი თვა-ლები შეავლო სახლთუხუცესს.
_ ჰო, ჰო, _ დაუდასტურა გავრილამ თავის დაქნევით, _ ჰო, აუცილებ-ლად.
გერასიმემ თვალები დახარა, მერე უცებ გამოერკვა. ისევ აჩვენა მუმუზე, განუშორებლად რომ იდგა მის გვერდით, გულუბრყვილოდ აქიცინებდა კუდს და ინტერესით აცქვეტდა ყურებს, გაიმეორა დახრჩობის ნიშანი თა-ვის ყელზე და მაგრად ჩაირტყა მკერდში მჯიღი, როგორც ჩანს აცხადებდა, რომ მე თვითონ ვკისრულობ მუმუს მოკვლასო.
_ მომატყუებ, _ ეცა გავრილა.
გერასიმემ შეხედა, ამყად გაიღიმა, ისევ დაიკრა მკერდზე მჯიღი და კა-რი მიიკეტა.
ყველამ უხმოდ გადახედა ერთმანეთს.
_ ეს რაღას ნიშავს? _ დაიწყო გავრილამ. _ ჩაიკეტა?
_ გაანებეთ თავი, გავრილა ანდრეიჩ, _ თქვა სტეფანემ, _ რახან შეგპირ-დათ, შეასრულებს. ეგეთია... თუ შეგპირდა, ნაღდია. ამ საქმეში ჩვენისთა-ნებს კი არა ჰგავს. რაც მართალია, მართალია. ჰო.
_ ჰო, _ დაუდასტურა ყველამ თავის ქნევით. _ აგრეა, აგრე.
ძია კუდმაც გამოაღო ფანჯარა და თქვა: «ჰო».
_ აგრე იყოს, ვნახოთ, _ თქვა გავრილამ, _ მაგრამ ყარაულს მაინც ნუ მოხსნით. ეი, შენ, ეროშკა! _ მიმართა მან ნაშურის კაზაკურიან ფერმკრთალ კაცს, რომელიც მებაღედ ითვლებოდა, _ მეტი რა საქმე გაქვს, დაიკავე ჯოხი და იჯექი აქ, თუ რამე ისეთი იქნა, მაშინვე ჩემთან გამოიქეცი!
ეროშკამ ჯოხი აიღო და ჩაცუცქდა კიბის ბოლოში. თითო-ოროლა ცნო-ბისმოყვარისა და ბალღების გარდა, ყველა წავიდ-წამოვიდა. გავრილაც დაბრუნდა შინ და ბრძანა, ლიუბოვ ლიუბიმოვნას პირით მოეხსენებინათ ქალბატონისთვის, ყველაფერი შესრულებულიაო. ყოველი შემთხვევისათ-ვის ფორეიტორი მაინც გააგზავნა ჩაფართან. ქალბატონმა ცხვირსახოცი გა-მონასკვა, ზედ ოდეკოლონი დაასხა, უყნოსა, საფეთქლები დაიზილა, ჩაი მიირთვა და, რაკი ისევ წყავის წვეთების გავლენის ქვეშ იყო, ისევ დაიძინა.
ამ ამბების შემდეგ ერთი საათი იქნებოდა გასული, რომ სენაკის კარი გა-იღო და გერასიმე გამოჩნდა. საგარეო ხიფთანი ეცვა; საბლით მუმუ მოჰყავ-და. ეროშკამ ჩაიწია და გზა მისცა. გერასიმე ჭიშკრისკენ გაემართა. ბალღებ-მა და ყველამ, ვინც ეზოში იყო, უხმოდ გააყოლეს თვალი. არც კი მოუხე-დავს; ქუდი მხოლოდ ქუჩაში დაიხურა. გავრილამ ისევ ის ეროშკა გააყოლა უკან, სათვალთვალოდ.
ეროშკამ შორიდან დაინახა, როგორ შევიდა მუნჯი ძაღლთან ერთად სა-მიკიტნოში და დაელოდა მის გამოსვლას.
სამიკიტნოში გერასიმეს იცნობდნენ და მის ნიშნებსაც ხვდებოდნენ. ხორციანი შჩი მოითხოვა. დაჯდა და ხელებით მაგიდას დაეყრდნო. მუმუ მის სკამთან იდგა და მშვიდად უცქეროდა პატრონს თავისი ჭკვიანი თვა-ლებით, ბეწვზე მზე გადასდიოდა: ეტყობოდა, რომ ახალდავარცხნილი იყო. შჩი მოიტანეს. გერასიმემ შიგ პური ჩაფხვნა, ხორცი წვრილად დაჭრა და თეფში იატაკზე დადგა. მუმუ ჩვეული მოკრძალებით შეუდგა ჭამას, ტუჩით ოდნავ ეხებოდა საჭმელს, გერასიმე დიდხანს უცქეროდა ძაღლს. უცებ ორი მძიმე კურცხალი გადმოუგორდა თვალიდან: ერთი ძაღლს დაეცა დაქანე-ბულ შუბლზე, მეორე შჩიში ჩავარდა. მუნჯმა ხელი აიფარა სახეზე. მუმუმ ნახევარი თეფში შეჭამა და ტუჩის ლოკვით გვერდზე გადგა. გერასიმე ადგა, შჩის საფასური გადაიხადა და გამოვიდა. ცოტა არ იყოს გაკვირვებულმა მსახურმა თვალი გამოაყოლა. ეროშკამ დაინახა გერასიმე, კუთხეს მოეფარა, მუნჯი წინ გაუშვა და ისევ გაჰყვა კვალდაკვალ.
გერასიმე აუჩქარებლად მიდიოდა, მუმუ საბლით მიჰყავდა. ქუჩის კუთხემდე რომ მივიდა, გაჩერდა, თითქოს რაღაცაზე დაფიქრდა და უცებ სწრაფი ნაბიჯით გასწია პირდაპირ ყირიმის ფონისაკენ. გზადაგზა ერთ ეზოში შევიდა, აქ ფლიგელს უშენებდნენ სახლს; გერასიმემ ორი აგური აი-ღო, იღლიის ქვეშ ამოიდო და გარეთ გამოვიდა. ყირიმის ფონიდან ნაპირ-ნაპირ დაუყვა. ერთ ადგილას მივიდა, აქ ორი ნიჩბიანი ნავი იყო პალოზე გამობმული (ადრევე ჰქონდა შენიშნული). გერასიმე ერთ-ერთ მათგანში ჩახტა მუმუსთან ერთად. ბოსტნის კუთხეში მდგარი კარვიდან კოჭლი ბე-რიკაცი გამოვიდა და რაღაც დაუყვირა, მაგრამ გერასიმემ მხოლოდ თავი დაუქნია და ისე გამალებით დაიწყო ნიჩბის მოსმა მდინარის აღმა, რომ რა-ღაც წამებში ერთ ას საჟენზე გავიდა. ბერიკაცი ერთხანს იდგა. მერე მოიქექა
ზურგი ჯერ მარცხენა, შემდეგ მარჯვენა ხელით და კოჭლობით ისევ შებ-რუნდა კარავში.
გერასიმე კი გამალებით უსვამდა ნიჩბებს. აი უკვე მოსკოვიც უკან დარ-ჩა. ნაპირებზე გადაიშალა მდელოები, ბოსტნები, ველ-მინდვრები, ჭალები, ქოხები. სოფლის სუნი ეცა. გერასიმემ დაყარა ნიჩბები, თავით მუმუს დაემ-ხო და გაირინდა, მძლავრი ხელები ძაღლის ზურგზე ელაგა ჯვარედინად. ნავი წყალს ისევ ქალაქისკენ მიჰქონდა. ბოლოს გერასიმე გაიმართა, სახეზე რაღაც ავადმყოფური გაბოროტება გამოეხატა. აჩქარებით დაახვია აგურებს თოკი, გასკვნა მარყუჟი და მუმუს კისერზე ჩამოაცვა, მერე ხელში აიყვანა და უკანასკნელად შეხედა... ძაღლი ნდობით შეჰყურებდა, ოდნავ აქიცინებ-და კუდს. გერასიმე შებრუნდა, თვალები დახუჭა და ხელები გაშალა... არა-ფერი გაუგონია, არც ხანმოკლე შეწკმუვლება, არც წყლის მძიმე დგაფუნი; ყველაზე ხმაურიანი დღეც კი მდუმარე იყო მისთვის, არც ერთი წყნარზე წყნარი ღამე არ შეიძლება გვეჩვენოს ჩვენ ასე მდუმარედ. როცა კვლავ გაახი-ლა თვალი, მდინარის პატარ-პატარა ტალღები ისევ ისე მიისწრაფოდნენ, თითქოს მისდევდნენ ერთმანეთს. ისევ ისე ეტყლაშუნებოდნენ ნავის გვერ-დებს, და მხოლოდ შორს უკან ნაპირისაკენ მიიწევდნენ რაღაც ფართო რკა-ლები.
როგორც კი გერასიმე თვალს მოეფარა, ეროშკა შინ დაბრუნდა და რაც ნახა, ყველაფერი მოყვა.
_ კი, შენიშნა სტეფანემ. _ დაახრჩობს. შეგიძლიათ არხეინად იყოთ. თუ თქვა...
მთელი დღე არავის უნახავს გერასიმე. სახლში არ უსადილია. მოსაღა-მოვდა, ვახშმად დაჯდა ყველა, ის კი არსად ჩანდა.
_ რა უცნაურია ეს გერასიმე! _ დაიწრიპინა სქელმა მრეცხავმა ქალმა, _ ძაღლის გულისთვის შეიძლება ასე ეწამო!.. რა მოხდა!
_ გერასიმე აქ იყო, _ წამოიძახა უცბად სტეფანემ და ფაფაში კოვზი ჩაყო.
_ როგორ? როდის?
_ აი ამ ორი საათის წინ. როგორ არა, ჭიშკართან შემხვდა: ისევ გადიოდა ეზოდან. მინდოდა ძაღლის ამბავი მეკითხა, ეტყობა, არ იყო გუნებაზე და ხელი მკრა; ალბათ ჩემი გზიდან ჩამოშორება უნდოდა: ვითომ, ჩამომეხსე-ნო, მაგრამ ისეთი დიდებული ქოთაქი მომდო ხერხემლის ძარღვში, ისე ბა-რაქიანად, რომ შენი მოწონებული! _ სტეფანე უნებლიე ღიმილით მოიკუნ-ტა და კისერზე ხელი მოისვა. _ ჰო, _ დასძინა მან, _ რა ხელი აქვს, პირდა-პირ ნაკურთხი ხელი, ვერაფერს იტყვი!
სტეფანეს სიტყვებზე ყველას გაეცინა. ნავახშმევს დასაძინებლად წავიდ-წამოვიდნენ.
ამასობაში ტ-ის გზაზე ტომარამოგდებული და გრძელი ჯოხით ხელში გულმოდგინედ, შეუსვენებლად მიაბიჯებდა ვიღაც გოლიათი, ეს იყო გერა-სიმე, უკანმოუხედავად მიიჩქაროდა შინისკენ, თავის სოფლისკენ, სამშობ-ლოსაკენ. საბრალო მუმუ რომ დაახრჩო, თავის სენაკში შევარდა, ხელდა-ხელ გამოკრა ძველ ჩულოში, რაც გააჩნდა. ზურგზე მოიგდო და ეზოდან გა-იჭრა. მოსკოვში რომ მიჰყავდათ, გზა ჯერ კიდევ მაშინ დაიმახსოვრა კარ-გად. სოფელი, საიდანაც იგი ქალბატონმა წაიყვანა, შარაგზიდან ოცდახუ-
თიოდ ვერსზე იყო. რაღაცნაირი თავგანწირვით მოაბიჯებდა, კლდესავით ურყევი და ფრთაშესხმული; გული გაეღეღა, ხარბად იყურებოდა წინ. მიიჩ-ქაროდა, თითქოს მოხუცი დედა ელოდებოდა მშობლიურ კერასთან, უხ-მობდა უცხო მხარეში, უცხო ხალხში ხანგრძლივი ხეტიალის შემდეგ მობ-რუნებულს... ის-ის იყო დაესადგურა ზაფხულის თბილ და წყნარ ღამეს. იმ მხარეზე, სადაც მზე ჩაესვენა, თეთრ ცისკიდურს ჯერ კიდევ შემორჩენოდა მილეული დღის შუქი და ოდნავ ვარდისფრად ციმციმებდა, იქ, საიდანაც ღამე მოიწევდა, უკვე ჩამოწოლილიყო მოვერცხლისფრო ლურჯი ბინდი. ათასობით მწყერი ჭექდა ირგვლივ, ღალღების გადაძახილს ბოლო არ ჰქონ-და... გერასიმეს არ შეეძლო გაეგონა მათი ხმა, ასევე არ შეეძლო მოესმინა იმ ხეების ღამეული ჩურჩული, რომელთა სიახლოვეს მუნჯმა თავისი ძლიერი ფეხებით ჩაიარა, მაგრამ იგი გრძნობდა, როგორ მოდიოდა ბნელი მინდვრე-ბიდან სიმწიფეში შესული ჭვავის ნაცნობი სუნი, გრძნობდა, როგორ სცემდა ალერსით სახეში სამშობლოდან მონაქროლი ქარი, როგორ უფრიალებდა თმას, წვერს; ხედავდა თვალწინ თეთრად მოელვარე გზას _ შინისკენ მიმა-ვალ, ისარივით სწორ გზას, ხედავდა ცაში აუარებელ ვარსკვლავს, გზას რომ უნათებდნენ ეულს, და მიაბიჯებდა ლომივით მძლავრად და ხალისიანად, ისე რომ, როცა მზემ თავისი დანაშაული წითელი სხივი სტყორცნა მოძრაო-ბის ეშხში შესულ ვაჟკაცს, იგი უკვე მოსკოვიდან ოცდათხუთმეტ ვერსზე იყო...
ორი დღის შემდეგ გერასიმე უკვე თავის ქოხს მიადგა. იქ ჩასახლებული ჯარისკაცის ცოლს ძალიან გაუკვირდა მისი გამოჩენა. გერასიმემ ხატებზე ილოცა და მაშინვე გაემართა მამასახლისთან. მამასახლისმა ჯერ გაიოცა, მაგრამ სწორედ თიბვა იწყებოდა და გერასიმეს, როგორც ჩინებულ მუშას, მაშინვე ცელი მისცეს ხელში. ისიც ძველებურად შეუდგა საქმეს. გლეხები მოჯადოებულნი უცქეროდნენ, როგორ იქნევდა ცელს და როგორ ბარაქია-ნად აწვენდა ბალახს...
მოსკოვში მეორე დღესვე მოიკითხეს გერასიმე. შევიდნენ მის საკანში, გაჩხრიკეს, მოახსენეს ყველაფერი გავრილას. გავრილა მოვიდა, დახედა, მხრები აიჩეჩა და გადაწყვიტა, მუნჯი ან გაიქცა, ან თავის სულელ ძაღლთან ერთად დაიხრჩოო. შეატყობინეს პოლიციას, მოახსენეს ქალბატონსაც. ქალ-ბატონი განრისხდა, ატირდა, ბრძანა, რადაც უნდა დაჯდომოდათ, მოეძებ-ნათ. ირწმუნებოდა, მე არასდროს მიბრძანებია, ძაღლი მოკალითო, და ბო-ლოს ისე გაჯორა გავრილა, რომ სახლთუხუცესი მთელი დღე თავს აქიცი-ნებდა და ბუტბუტებდა: «მაშ!» _ სანამ ძია კუდმა არ დააშოშმინა: «მააშ!» ბო-ლოს სოფლიდან მოვიდა გერასიმეს იქ ჩასვლის ამბავი და ქალბატონიც ცო-ტათი დმშვიდდა: ჯერ უნდოდა ბრძანება გაეცა მისი დაუყოვნებლივ მოს-კოვში დაბრუნების შესახებ. მაგრამ შემდეგ განაცხადა, ასეთი უმადური ადამიანი სულაც არ მჭირდებაო. ამ ამბების შემდეგ მალე თვითონაც მოკ-ვდა; მის მემკვიდრეებს კი გერასიმეს დარდი არ ჰქონდათ: იმათ ქალბატო-ნის სხვა ყმებიც გაუშვეს ბეგარაზე.
გერასიმე აქამდე ბერბიჭად ცხოვრობს თავის ქოხში; ძველებურად ჯან-ღონით არის სავსე და ძველებურად ოთხი კაცის საქმეს უთავდება. ისევ ისეთი დინჯი და აუჩქარებელია, მაგრამ მეზობლებმა შეამჩნიეს, რომ მოს-
კოვიდან დაბრუნების შემდეგ ქალებს აღარ ეკარება, ზედაც აღარ უყურებს და არც ძაღლს იჩერებს. «ბედნიერი კაცია, _ ამბობენ გლეხები, _ ქალები არ სჭირდება; ძაღლი კი _ რად უნდა ძაღლი? მის ეზოში ქურდს თოკით ვერ შეათრევ!» ასეთი ხმები დადის მუნჯის გოლიათურ ძალ-ღონეზე.

??????