სულაკაური არჩილ
გაზიარება

*ბიოგრაფია (ს.ა) 

არჩილ სიმონის ძე სულაკაური დაიბადა 1927 წლის 11 ნოემბერს ქ. თბილისში.1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 
1973 წლიდან იყო გამომცემლობა „ნაკადულის“ დირექტორი, 1982 წლიდან ჟურნალ „მნათობის“ მთავარი რედაქტორი. პირველი ლექსები 1946 წელს „ლიტერატურულ გაზეთში“ გამოაქვეყნა, ლექსთა პირველი წიგნი 1951 წელს გამოსცა. მას ეკუთვნის პოეტური კრებულები „ჩემი ქუჩის დღესასწაული“(1956), „საგზალი“(1959), „ოთხივე მხრიდან“ (1975), „სიჩუმე“ (1978), „ლექსები“(1980) ... , პროზაულ ნაწარმოებებს შორის აღსანიშნავია „ტალღები ნაპირისკენ მიისწრაფიან“ (1957), „ბიჭი და ძაღლი“ (1966), „ოქროს თევზი“ (1966), „სალამურას თავგადასავალი“ (1969; შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია,1971წ), „ლუკა“ (1972), „თეთრი ცხენი“ (1984). 
1971 წელს მიანიჭეს შოთა რუსთაველის პრემია, დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.
არჩილ სულაკაური გარდაიცვალა 1997 წელს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

??????