მელია იაკობ
გაზიარება

მზეო, მზეო, დამილოცე ექსკლიუზივი

(სიმღერა)

განახლებულ ქართლის გულში
მხრებს ისწორებს ნარიყალა,
ირგვლივ მთები შუბოსნები
დაჰყურებენ თბილის-ქალაქს.

და მთაწმინდაც ცის ლაჟვარდში,
მზის ღიმილში გარინდულა,
მარადიულ სილამაზის
და ოცნების თაიგულად.

მოდის მტკვარი, მოდის მტკვარი,
ყველასათვის სანუკვარი.
მწვერვალს ორბი გადმოევლო,
კამარას ჰკრავს და მოჰკივის,
ნისლი ხრამში გდია თითქოს,
ამირანის ბორკილივით.

დგას ამაყად, თასით ხელში,
გულმოწყალე ქართლის დედა,
მზეო, მზეო, დამილოცე
საქართველოს უკვდავება.

სად არ ვიყავ, სად არ ვვლიდი,
მე სიცოცხლედ თბილისს ვთვლიდი,
ვის უნახავს ქვეყანაზე
სხვა ამგვარი მარგალიტი.

??????