აჭარას ექსკლიუზივი
თასებს დავცლი, თასებს, შენი ეროსის, _
ვნებიანი სიყვარული მომწყურდეს.
საკურთხეველს დედასაქართველოსი,
ხელაპყრობით გლოცავ შენი მორწმუნე.
ბადაგს დავლევ, ბადაგს, ქვევრში ნაომარს,
დებს დავლოცავ, ავ თვალს რომ არ ენახვის.
მე დავლოცავ მკვდრეთით შენს დიდ აღდგომას,
მე დავლოცავ დაბრუნებას ვენახის.
ძველ ტაძართა ფერფლი ტირის მიწაში,
გარდასულთა დარდი ნუ გაქვს, აჭარავ!
კახაბერში, სხალთაში თუ ხიხაძირს,
ფუძემყარი სხვა ტაძრები აღმდგარა.
შენი გზები მაღალია, ცისფერი,
შენი გზები მწვერვალებზე აგიყვანს,
ჯერი დადგა შენი დიდი სიმღერის,
შენი დიდი მომავალის გზა მიყვარს.
თასებს დავცლი, თასებს, შენი ეროსის, _
ვნებიანი სიყვარული მომწყურდეს.
საკურთხეველს დედასაქართველოსი,
ხელაპყრობით გლოცავ შენი მორწმუნე.
ვნებიანი სიყვარული მომწყურდეს.
საკურთხეველს დედასაქართველოსი,
ხელაპყრობით გლოცავ შენი მორწმუნე.
ბადაგს დავლევ, ბადაგს, ქვევრში ნაომარს,
დებს დავლოცავ, ავ თვალს რომ არ ენახვის.
მე დავლოცავ მკვდრეთით შენს დიდ აღდგომას,
მე დავლოცავ დაბრუნებას ვენახის.
ძველ ტაძართა ფერფლი ტირის მიწაში,
გარდასულთა დარდი ნუ გაქვს, აჭარავ!
კახაბერში, სხალთაში თუ ხიხაძირს,
ფუძემყარი სხვა ტაძრები აღმდგარა.
შენი გზები მაღალია, ცისფერი,
შენი გზები მწვერვალებზე აგიყვანს,
ჯერი დადგა შენი დიდი სიმღერის,
შენი დიდი მომავალის გზა მიყვარს.
თასებს დავცლი, თასებს, შენი ეროსის, _
ვნებიანი სიყვარული მომწყურდეს.
საკურთხეველს დედასაქართველოსი,
ხელაპყრობით გლოცავ შენი მორწმუნე.