ვაზის ძირი დაილოცოს ექსკლიუზივი
ვაზის ძირი დაილოცოს
მისი მადლი წინაპრული
და მტევანი ფოთლის ჩრდილში
ხოხობივით მინაბული.
ცერისტოლა, ხარისთვალა,
ნატვრისთვალი დასადარი,
ძველებურად მზისკენ იწევს,
ისევ-ისე ლაღად არი.
ძველი ეშხი არ აკლდება,
ისევ ისე ბადაგდება,
აჭარისწლის ნაპირებზე
სამუდამოდ ბანაკდება.
სამასი წლის შემდეგ მოსულს
დაჰკარგვია განა კდემა?
ქართულ სახლში ლხინად შედის,
სახლი უფრო გალაღდება.
იცის, ასე რად ზრუნავენ,
იცის, ასე რად უვლიან _
ეს მიწა და ეს ჰაერი
მშობლიური ქართულია.
ჭიგოები ჭრიალებენ,
ვაზებს უჭირთ ფეხზე დგომა,
სამასი წლის ქვევრს აღვიძებს
მადლიანი შემოდგომა;
თავმოხდილი გოლიათი
მიწაშიაც ვეღარ დგება,
დიდი ხნიდან მოწყურებულს
ღვინის ალი ეკიდება.
სუფრას უზის ბერიკაცი _
გამრჯეა და ჯანმაგარი,
მოყვრისათვის არასოდეს
დაუხშია სახლის კარი.
არც ყანაში არის მარტო,
არც სუფრაზე არის კენტი,
ულვაშებში შერჩენია
მოციმციმე ლალის წვეთი.
ტკბილქართულით ილოცება
ვაზის ფესვის გახარებას:
გაიხარონ დაბლარებმა,
გაიხარონ მაღლარებმა.
რომ მოხატოს ჩვენი მიწა
უთვალავი ვაზის ბაღმა,
სარფამდე და სარფს იქითაც,
ჭოროხთან და ჭოროხს გაღმაც
მისი მადლი წინაპრული
და მტევანი ფოთლის ჩრდილში
ხოხობივით მინაბული.
ცერისტოლა, ხარისთვალა,
ნატვრისთვალი დასადარი,
ძველებურად მზისკენ იწევს,
ისევ-ისე ლაღად არი.
ძველი ეშხი არ აკლდება,
ისევ ისე ბადაგდება,
აჭარისწლის ნაპირებზე
სამუდამოდ ბანაკდება.
სამასი წლის შემდეგ მოსულს
დაჰკარგვია განა კდემა?
ქართულ სახლში ლხინად შედის,
სახლი უფრო გალაღდება.
იცის, ასე რად ზრუნავენ,
იცის, ასე რად უვლიან _
ეს მიწა და ეს ჰაერი
მშობლიური ქართულია.
ჭიგოები ჭრიალებენ,
ვაზებს უჭირთ ფეხზე დგომა,
სამასი წლის ქვევრს აღვიძებს
მადლიანი შემოდგომა;
თავმოხდილი გოლიათი
მიწაშიაც ვეღარ დგება,
დიდი ხნიდან მოწყურებულს
ღვინის ალი ეკიდება.
სუფრას უზის ბერიკაცი _
გამრჯეა და ჯანმაგარი,
მოყვრისათვის არასოდეს
დაუხშია სახლის კარი.
არც ყანაში არის მარტო,
არც სუფრაზე არის კენტი,
ულვაშებში შერჩენია
მოციმციმე ლალის წვეთი.
ტკბილქართულით ილოცება
ვაზის ფესვის გახარებას:
გაიხარონ დაბლარებმა,
გაიხარონ მაღლარებმა.
რომ მოხატოს ჩვენი მიწა
უთვალავი ვაზის ბაღმა,
სარფამდე და სარფს იქითაც,
ჭოროხთან და ჭოროხს გაღმაც