გიგინეიშვილი დავარ
გაზიარება

და ვარ ექსკლიუზივი

მე ხატიონებს შევუერთდი, ვით მახვეწარი,
შუქმოიეფე სისპეტაკის ერთგული და ვარ,
ინათა სისხლმა, თიკნის სისხლმა ცხარემ და მწარემ
და ხუცის მიერ განათლული კარიკარ დავალ.

ნადირის კბილის შესაკვრელად ხელთა მაქვს კლიტე,
არ მეშინია კლდე-ღრეებში მოხეტიალეს,
ალქაჯი დაფრთხა, ავი თვალი თუმც ვეღარ მიტევს,
შენი აღრევა სულს აწუხებს, ოხერ-ტიალი.

მუცლით მეზღაპრემ ამას წინათ მაუწყა ასე,
სცრის, ზამთრის სუსხზე აწ იმედებს ნუღარ ამყარებ,
მკურნალო ჩემო, ნანგრევების ცივ ქვაზე დაგსვეს,
შენმა ფარ-ხმალმა ღამეს ბნელი ვეღარ გაჰყარა.

ჩემი სახელით დაგიდექი კედელ-საფარად,
სიშიშვლე შენი არ იქნა და ვეღარ დავფარე.

??????