გელაძე ლევან
გაზიარება

ქალის სულში ექსკლიუზივი

ყველა ქალს სურს იყოს სატრფო,
იყოს ცოლი,
იყოს დედა,
მაგრამ, ჰოი, ქალის სულში ღრმად ვერავინ ჩაიხედა.
დღემდე კაცმა ვერ შეიცნო საწადელი ლამაზმანთა,
ვერ დაათრო, ვით ირემი სურნელებით ლამაზმა მთამ.
ზოგჯერ ქალთა ვსტყორცნით სიტყვას,
ვით ნაცადი მოქამანდე,
ჩავჩურჩულებთ სევდიანად: _ გულის ფიქრი მე გამანდე!
მე მომენდე, ვით მენავეს,
ვით ციხესა და ვით ტაძარს,
კმარა, ცრემლით რაც ინამე,
ელვა ვეღარ დაგცემს თავზარს.
და მზის ნათელს გადმოგვაყრის საოცნებო ლამაზმანი,
ერთგულების ნიშნად გვიძღვნის მოკრძალებით ლამაზ მანდილს.
მოგვენდობა და ჩვენ ვლამობთ დავეფაროთ მის გზას ჩრდილად,
ველოდებით და არ ვიცით, რას მოგვიტანს თეთრი დილა.
გვავიწყდება, ყველა ქალს სურს
იყოს ცოლი,
სატრფო,
დედა,
დღემდე ქალის ლამაზ სულში ღრმად ვერავინ ჩაიხედა.

??????