თევზაძე ბადრი
გაზიარება

* * * ნამოსახლართან შემკრთალი ვდგები ექსკლიუზივი

ნამოსახლართან შემკრთალი ვდგები,
ხმა მომაწვდინე,წინაპარო, საკუთრივ შენი,
მარქვი, რა იყო შენი ფიქრი და შენი შანა,
სხვათაგან ვიცი,სხვათა სიტყვით ნაძებნი გზები,
შენკენ სავალი მკრთალია და... შეკრთალი ვდგები.
შემოაქვს ბერძენს სამკაული ფერად_ფერადი
და გალაქული ამფორები ფასობენ ძვირად,
სატრფოს თვალები ჟინითა ნდომით ელავდნენ
და შენც ყიდულობ , თუმცა გულში არ გიღირს ჩირად.
გემზე აზიდეს ირმის ტყავი ათჯერ ათასი,
შეჰყურებ ხომალდს ჩუმი შურით, ბოღმით, დარცხვენით,
ხარობს ბერძენიც, მოხატული ფიალის ფასად,
მიაქვს საუნჯე აურაცხელი .
ბუნდოვნად გახსოვს ქალაქები ზღუდემაღალი,
დინჯი რონინი ასულების ლერწამტანების,
ქედმოდრეკილნი მოდიოდნენ რიდით და კრძალვით
უცხოქვეყნელნი მოვაჭრენი და დესპანები.
ნუთუ ეს შენ ხარ შემოსილი ნადირის ტყავით,
კიმერთა მოდგმის ნატერფალი წარხოცა ქარმა,
გასრულდა, განქრა კიდევ ერთი სიზმარი ავი,
იქნება ბედმა ახლა მაინც გატაროს ნაღმა.
ო, წინაპარო, მეც ბუნდოვნად მახსოვს თამარი,
მახსოვს დავითი და ელჩები მოსულნი შორით,
როგორც შენ გახსოვს კიმერიის ავი ლახვარი,
მეც დღემდე მომყვა მონღოლთაგან დაკრული ტორი,
ო, წინაპარო, ხმა მაწვდინე საკუთრივ შენი,
ერთი ბედი გვაქვს და სიზმარიც თითო ნათელი,
სამ ათასწლეულს შევკვნესივართ ამ ერთი ენით,
შენ კოლხი გქვია, ანდა -ქართი,მე კი-ქართველი.
ნამოსახლართან შემკრთალი ვდგები.

??????