სადღეგრძელო... ექსკლიუზივი
მერაბ კოსტავას ხსოვნას
შემოდგომაზე, როცა მაჭარი დაღვინდება,
დაბოღმილი კუთვნილ ჭიქას ბოლომდე დავცლი
და იმ ჯიუტ მგზავრს ვადღეგრძელებ,
მილიონ მგზავრს, რომის გზაზე რომ არ გაჰყვება!
რადგან არ მიდის ყველა გზა რომში!
იმ გზას გაუმარჯოს,
მთაწმინდისკენ რომ აზიდულა!...