ანთაძე ცისანა
გაზიარება

* * * თუ თავშესაფარს ვერსად ვპოვებდი ექსკლიუზივი

თუ თავშესაფარს ვერსად ვპოვებდი,
და მოვისმენდი ფრაზას _ კრულ იყავ!
ნეტავი, როგორც ველის შროშანი,
ბალახის გვერდით ამოვსულიყავ.

ამოვსულიყავ მინდვრის მშვენებად,
არა ქალაქში დასაკარგავად,
ღვთისმშობლის ქათიბ კაბის მშვენებად,
ღვთისმშობლის თმებში ჩასაქარგავად.

ღვთისმშობლის ხატის სურნელთმკმეველთან
ეთქვა მაცხოვარს _ ეგრემც სულ იყავ...
ვით საოცარი ველის შროშანი,
ნეტავ ბალახთან ამოვსულიყავ!

??????