თედორაძე დავით
გაზიარება

რა ხელმა ქნა... ექსკლიუზივი

ქარიშხლებს გადარჩენილი
იშხანი შემხვდა მდუმარი,
მომრავლებია გულთბილი
გურჯისტანიდან სტუმარი.

მოსაოხებლად წარსულის,
ღვთისგან ჯვარგადასახული,
სულის შემძვრელი ტკივილით
მიცქერს ბანა და ხახული.

ვგრძნობ,
რა ცეცხლი უკიდია,
ამ ტაძრების გამო უფალს,
რა ხელმა ქნა?!
ამის მნახველს,
ქვასაც ცრემლი წამოუვა.

ქვაც იტირებს,
ამდენი ხნის უმირონო,
უკურთხები,
ჩაქცეული გუმბათები,
ჩალეწილი ჩუქურთმები.

სადაცაა შეღამდება,
მთვარე სულში ნაღველს გარევს,
ნეტა თვალით არ მენახა,
არ მეყლაპა ცრემლი მწარე...

??????