თედორაძე დავით
გაზიარება

* * * რას ვერჩი მედეას ექსკლიუზივი

რას ვერჩი მედეას -
იყოს თავისთვის,
უსაზღვრო ცოდვით და ხიბლით.
სამშობლოს გამყიდველს
როცა ძეგლს უდგამენ
სამშობლოს ერთგულთა ჯიბრით, -

ეს არის ტკივილი,
ეს არის სირცხვილი,
ეს არის ღირსების აქნა...
ხალხმა რა იღონოს,
ხალხმა რა ინატროს,
იმედწართმეულმა რა ქნას?!

რა ვუთხრათ თამარს და
რა ვუთხრათ ქეთევანს,
რა ვუთხრათ წამებულ ქალებს,
ვერ ვხედავთ, ვერა ვგრძნობთ,
თუ ჩვენი სურვილით
ვითხრით და ვიბრმავებთ
თვალებს...

??????