თედორაძე დავით
გაზიარება

უშველეთ საქართველოს ექსკლიუზივი

რაა მასზე გულდამწყვეტი,
მეტეხო და დიღმის ველო,
მიდიოდე და ფიქრობდე -
ეს არ არის საქართველო.
გალაკტიონი


უშველეთ საქართველოს,
ბრძოლებით დაღლილს და დაქანცულს,
უშველეთ საქართველოს,
მოუსყიდველ და ამაყ სულს...

უშველეთ,
უშველეთ!
თითს მისკენ იშვერენ,

სწყურიათ მისი მიწაც და ჰაერიც,
რა გვინდა, რას ვეძებთ,
ვინ ვართ და რა ერი,
ასე რამ მოგვსპო და რამ დაგვაჩიავა?!
არ ვღივართ მარაბდის,
დიდგორის ნიავად,
ასე რამ მოგვსპო და რამ დაგვაჩიავა.

უშველეთ საქართველოს,
ვინც დარჩით მხნე და სანდო,
მშიერო მუშაკებო,
მებრძოლნო ქრისტესანო,
მხდალო ვაჭრებო და
ამაყო მწიგნობარნო!
უშველეთ საქართველოს,
უშველეთ საქართველოს!
რუსთველის წიგნს მოგართმევთ,
ილიას წიგნს მოგართმევთ
ზარბაზნებად და ქვემეხებად,
სამშობლო -
ღვთისმშობლის წილხვდომილი,
როგორ გეთმობათ და გემეტებათ!

უშველეთ საქართველოს,
ვინც ჯვარის გამოსახვით
ხვდებით აალებულ განთიადს,
სანამ გაყიდულა,
სანამ მთაწმინდაზე
ქვეყნის ჩირაღდნები ანთია,

უშველეთ საქართველოს,
უშველეთ საქართველოს!

??????