თედორაძე დავით
გაზიარება

შვილიშვილს ექსკლიუზივი

                                 დათუნას

წყალს მასმევს უკვდავებისას,
ფიალებით და კოკებით...
ამ სასწაულის შემყურე,
სად წავალ, როგორ მოვკვდები!

დღე გაშპა თამაშ-თამაშით,
შინ დაღლილები მივედით,
ის ჩემი გადამრჩენია,
მავსებს ხალისით, იმედით.

გული სულ მისკენ მიმიწევს,
ვერსად ვძლებ, სახლში რომ მიცდის,
მადლობა უფალს ამგვარი
სიხარულების მოგვრისთვის.

??????