ამ სოფლის წესი...
ამ სოფლის წესი ეს იყო, ალბათ, ვინც ამაშენა, მანვე დამშალა! მიტომ მასმევდა წვეთ-წვეთად შარბათს რომ ბოლოს მესვა მხოლოდ სამსალა.
და ეს მავიწყებს ყველა სატკივარს, გულს ჩამრჩა დარდის ერთი ნესტარი, მეც სამარეში ისე ჩავდივარ, სამშობლოს საშველს ვერ მოვესწარი!..
|