ლანდი სიცივეში
წვიმა და წვიმა, ცივი ველი, გამხდარი ლანდი.
ვინ არი ლანდი?.. გზა სად არი?.. გამხდარ ლანდს სცივა,
უნდოდა ბინა… გაციებულს დააგვიანდა,
გაყინულ კვნესით დიდხანს ივლის და ვერსად მივა.
სიკვდილი მოდის… სად მიდიხარ, ან სად იყავი?
დახეულ თვალებს ძილი უნდა, ახლოა ბინდი.
მგლოვიარე გუნდს ყვავებისას დასცილდა ყვავი,
მწუხარო მგზავრო, ღამე ახე და აქვითინდი.
არ იცის ქარმა ვის წაუღოს ვეილს ამბავი,
არ იცის წვიმამ ვის კარებთან იტიროს მწარეთ,
მგზავრის ძომნებში, ცივ ღამეში გათბება ყვავი,
მშვიდობა ყველას, ვინც ზამთარში მოკვდება გარეთ!